სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო - Marao

სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

2020-09-11 17:27:46+04:00


თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"