სიახლე

"მაიამ და ლელამ რომ ნახეს, ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი...“ - გუკა რჩეულიშვილი

"მაიამ და ლელამ რომ ნახეს, ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი...“ - გუკა რჩეულიშვილი
"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ორი თვეა, რაც პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გუკა 12 მარტს ცო­ლის, ლელა კი­ლა­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სა­კუ­თარ სახ­ლთან და­ა­კა­ვეს.

მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლომ 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მაგ­რამ სა­პა­ტიმ­რო ოთხ თვე­ში და­ტო­ვა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვის წინ შე­უც­ვა­ლა.

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ა­კე­თა და შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ერთი, ორი სი­ტყვა ჩემ და­ჭე­რა­ზე ხომ უნდა ვთქვა?! "იტოგ­ში“ მე მარ­თლა ისეთ სი­მაღ­ლე­ზე დავფრი­ნავ­დი, რომ პა­ტა­რა შეც­დო­მა სიკ­ვდი­ლი იყო! ამი­ტომ, მა­ი­ამ და ლე­ლამ რომ ნა­ხეს, ფსი­ქი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, რაც კვლე­ვით დამ­ტკიც­და და სა­გი­ჟე­თი არ მი­ტო­ვებ­და, იქი­რა­ვეს ად­ვო­კა­ტი და და­ა­ჭე­რი­ნეს ჩემი თავი. ხომ კარ­გი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მანდ არ მთავ­რდე­ბა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93