შემოდგომის ბუნიობა 2020 წლის 22 სექტემბერს, 17:30-ზე დადგება.
ეს არის დღე, უნდა შევიქმნათ პოზიტიური განწყობა, ვიფიქროთ სასიხარულოზე.
უნდა გავიხსენოთ ჩვენი წინაპრები. ძველად ამ დღეს სასაფლაოებზეც გადიოდნენ და გარდაცვლილების მოსახსენიებლად სუფრებსაც შლიდნენ.
სხვათა შორის, ბუნიობას 2 კვირის განმავლობაში აღნიშნავდნენ. სუფრაზე ჰქონდათ რძის პროდუქტები, თაფლი და ხილი.
მიაჩნდათ, რომ ამ დღეს წყალს სასწაულის მოხდენა შეეძლო, ამ დღეს ბანაობა - ბავშვებს გამოაჯანმრთელებდა, ხოლო გასათხოვარ გოგონებს გაალამაზებდა.
აბაზანა სასურველია მიიღოთ მზის ამოსვლისთანავე. დიასახლისები აცხობდნენ ტკბილგულიან ღვეზელებს და ახლობლებს უმასპინძლდებოდნენ.
გირჩევთ, მრგვალი ფორმის ღვეზელი გამოაცხოთ: ბოსტნეულის (კარტოფილის, კომბოსტოს, ვაშლის) სურვილს აგისრულებთ, ხორციანი მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
შეგიძლიათ მთლიანი გოგრაც გამოაცხოთ. განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა ცირცელს. მას ავი სულების გასადევნად ფანჯრის რაფებზე ჰკიდებდნენ,
ხოლო ცირცელის ღვეზელს გასათხოვარი გოგონები საბედოს მისაზიდად აცხობდნენ.
რა უნდა გააკეთოთ ბუნიობაზე?
კარგი დღეა ლოცვისთვის, სურვილის ჩასაფიქრებლად (დაიწერეთ ფურცელზე). აგრეთვე, ამ დღეს შეგიძლიათ სახლიდან გაიტანოთ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები, ნაგავი,
რათა მათი ადგილი ახალმა ნივთებმა დაიკავოს. შეგიძლიათ ადამიანებსაც დაშორდეთ იმავე პრინციპით. აუნთეთ სანთელი წინაპრებს, სთხოვეთ პატიება და დახმარება ყველა კეთილ საქმეში.
უმასპინძლეთ მეგობრებს, გულუხვად გაუმასპინძლდით მათ და იმხიარულეთ.
რა არ უნდა გააკეთოთ ბუნიობაზე?
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. უმჯობესია, დრო დაუთმოთ სიტუაციის გაანალიზებას. არავისთან იჩხუბოთ, არც კი შეეკამათოთ, კეთილისა და ბოროტის ბალანსი რომ არ დაარღვიოთ. ნუ იქნებით ცუდ განწყობაზე, ნუ იფიქრებთ ცუდზე. არ ისესხოთ და გაასესხოთ ფული.
დააკვირდით, თუ ბუნიობაზე მზიანი ამინდი იქნება, შემოდგომა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და წვიმა და სიცივე კიდევ დიდხანს არ მოვა.
ახლა კი რამდენიმე ჯადოსნური რჩევა უნდა მოგცეთ:
თუ გსურთ, მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ, სამჯერ გადათვალეთ თანხა საფულეში. ქაღალდზე დაწერეთ ის თანხა, რომლის მიღებაც გსურთ და ჩაიდეთ საფულეში.
თუ მარტოხელა ხართ, საყვარელი ადამიანის მისაზიდად დააწყვილეთ კენტი ნივთები, მაგალითად, თქვენს ჯაგრისს მეორეც დაუმეგობრეთ ან საწოლში ბალიშს მიუდეთ მეორე.
დაბოლოს, წარმატების მოსაზიდად გირჩევთ, ამ დღეს ვაშლებით გაუმასპინძდლეთ მეგობრებსა და კოლეგებს.