დღეს გენერალურმა პროკურატურამ მედიის წარმომადგენლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის ის ხუთი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლებსაც გოგონა დროდადრო აკეთებდა.
AMBEBI.GE ემოციური ვიდეომასალის დეტალებს გთავაზობთ.
აღნიშნულ ვიდეოებში თამარის ემოციური მდგომარეობა, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავზე მუშაობის მცდელობა ჩანს. ის უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, თავისი გარეგნობით, სწავლით, სამსახურით და მიღწევებით. ვიდეოჩანაწერებში, სადაც თამარი უმთავრესად მეორე პირში საუბრობს, ხშირად ისმის შეძახილი, გამხნევება და მოწოდება საკუთარი თავის მიმართ.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ რენშია გადაღებული, მსგავსი შინაარსის მონოლოგია ჩაწერილი:
"თამარ, შენ ეს შეგიძლია, შენ უკეთესი უნდა გახდე და გამოსწორდე. შენ უნდა გამოსწორდე, მხოლოდ შენ ხარ შენი თავის პატრონი, სხვა პატრონი არ გყავს. სამუდამოდ გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27კვ.მ ბინაში სამ ოჯახის წევრთან ერთად, იყო გამოუსადეგარი და მოსაწყენი ადამიანი?
2012 წელს რაც ვერ შეძელი... ისიც კი ვერ შეძელი, სიცოცხლის დასრულება...ახლა, როგორც გინდა, შეითავსე სწავლა, შრომა და ურთიერთობები. შენ უნდა განვითარდე, ყველას უნდა დაუმტკიცო, რომ მათზე უკეთესი ხარ, ბევრი უნდა იმუშაო თავზე, შედეგთან უნდა მიხვიდე, სხვანაირად ტეხავს".
ერთ-ერთ ვიდეოში თამარი წარუმატებელ სემესტრზე ლაპარაკობს და ამის გამო საკუთარ თავს ტუქსავს:
"ვერაფერს ვერსად მიაღწიე, პიროვნულად ვერ განვითარდი, არაფერი შეიცვალა ჩემთვის, ვერ მივიღე შედეგი, რაც მარტო ჩემი ბრალია. ადრე რთულ მომენტებს ტირილით გადმოვცემდი, ახლა ვეღარ ვტირი. არ ვიცი, კაია თუ ცუდი, მაგრამ უფრო მძიმედ ვგრძნობ თავს. არანაირი გეგმის დაწყობას ცხოვრებაში აზრი არ აქვს.
რა უნდა ცხოვრებას ჩემგან?! 2012 წლის გეგმის განხორციელებაზე ბევრი ვიფიქრე, გეგმები დავაწყე, შეიძლებოდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან სუსტი ვარ, რეალურად". გაგრძელება