შორენა ბეგაშვილისა და ე.წ. კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელის სიყვარულის ისტორიის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ბარათელი გახდა მსახიობისა და ტელეწამყვანის მეორე ქმართან დაშორების მიზეზი. ცოლშვილიანი ირაკლი ნანაძე წლები ცდილობდა შორენას გულის მოგებას და მასზე დასაქორწინებლად ოჯახის მიტოვება მოუწია, რამაც სერიოზული სკანდალები გამოიწვია.
რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთი წლის წინ ირაკლი ნანაძე მარტო დარჩა და ამის შესახებ კაცმა სოციალური ქსელიდან გაიგო. შორენამ იუსტიციის სახლიდან ფოტო გამოაქვეყნა, ხელში კი განქორწინების საბუთი ეჭირა.
თავიდან ლაშა ბარათელთან ურთიერთობას მსახიობი უარყოფდა. ჩვენს კითხვაზე, გაჰყვა თუ არა ცოლად ბარათელს, მხოლოდ გაიცინა და ტელეფონი გათიშა. ერთი საათის წინ კი ბეგაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ლაშა ბარათელთან ერთად გადაღებული პირველი საერთო ფოტო გამოაქვეყნა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილმა პანდემიის დროს ესპანეთში, ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კურორტზე დაისვენა. ორი თვის წინ ახალ სიყვარულს შორენამ მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ გადაუხადა, თუმცა მაშინ მხოლოდ მისი სახელის პირველი ასო ახსენა და ძვირად ღირებული მანქანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ვინმე ლ-მ ევა ბარბაქაძეს დაბადების დღეზე აჩუქა. გაგრძელება