ცნობილი გახდა, რომ კეტი პერი დედა გახდა! მომღერალს და მის საქმროს, მსახიობ ორლანდო ბლუმს ქალიშვილი - დეიზი დავი შეეძინათ.
მშობლებმა UNICEF-ს გაუზიარეს სასიხარულო ცნობა. შეგახსენებთ, რომ მეუღლეები ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩები არიან.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურ ოჯახში პატარას დაბადების ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მარტის დასაწყისში. მომღერალმა ახალი სიმღერის, Never Worn White-ის კლიპში გაამხილა სიახლე და გამოაქვეყნა პოსტი Instagram-ზე: "მოდით, ვთქვათ, რომ ეს ზაფხული ცხელი იქნება...".
შეგახსენებთ, რომ კეტისთვის ეს პირველი შვილია. მსახიობს უკვე ჰყავს ვაჟი მირანდა კერისგან.