ქალების უმრავლესობა საკუთარ გარეგნობაში გამუდმებით ეძებს ნაკლს: ან შუბლი აქვს ძალიან ფართო, ან პატარა მკერდი აქვს, ან ცხვირი არ მოსწონს. თუმცა სილამაზის სტანდარტები მუდმივი არაა და გამუდმებით იცვლება.
ის, რაც ახლა არ მოგწონთ, ოდესღაც კეთილშობილურად ითვლებოდა და მისით ამაყობდნენ კიდეც.
1. კეხიანი ცხვირი
დღეს პატარა და სწორი ცხვირი ითვლება იდეალურად. ამიტომ ბევრი ქალი მიმართავს რინოპლასტიკას. თუმცა კეხი შუა საუკუნეების ევროპაში კეთილშობილური გვარის წარმომადგენელზე მიუთითებდა და მისით ამაყობდნენ კიდეც დიდგვაროვნები.
სხვათა შორის, ვიქტორიანულ ეპოქაში კეხიანი ცხვირი არიული რასის ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი იყო და ადამიანის მაღალ ინტელექტზეც მიანიშნებდა.
2.მაღალი შუბლი
რენესანსის ეპოქაში მაღალი შუბლი კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიანიშნებდა. იმისთვის, რომ შუბლი უფრო გამოეკვეთათ, მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონები შუბლის ხაზსა და წარბებსაც კი იპარსავდნენ. მათ კი, ვისაც შუბლი ბუნებით ფართო და გამოკვეთილი ჰქონდა, დიდი პატივით იღებდნენ ყველაზე დახვეწილ წრეებშიც კი. გაგრძელება