სიახლე

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა
კო­რო­ნა­ვირუ­სის 472 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 230 - აჭა­რა­ში, 134 თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 472 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 230 - აჭა­რა­ში, 134 კი თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და. იმე­რეთ­ში 68 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში 8-8 შემ­თხვე­ვაა, შიდა ქარ­თლში - 6, ხოლო კა­ხეთ­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში 5-5 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლი­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კუ­თხით სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში 22%-დან 28%-მდე მო­ი­მა­ტა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ის­თვის
კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 4672, სა­ი­და­ნაც 60 არის კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მათ­გან 59 პა­ცი­ენ­ტი არის მარ­თვითი სუნ­თქვის სხვა­დას­ხვა რე­ჟიმ­ზე. ამას­თან, 9 პა­ცი­ენ­ტი არის აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ცენ­ტრში 42 კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლობს. მათ შო­რის 6 მძი­მე პა­ცი­ენ­ტია.

ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვის წყა­რო ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, რომ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­იც­ვან.

„ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ყვე­ლას წყა­რო ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა. თბი­ლის­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს. ჯერ ეს დრა­მა­ტუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა შე­საძ­ლოა იმა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს სრუ­ლად არ იცავს.

„რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ალ­ბათ, მა­ტყობთ, რომ მეც მი­ჭირს ნიღ­ბით მე­ტყვე­ლე­ბაც და ყოფ­ნაც, მაგ­რამ რა ვქნათ, ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან კი­დევ 3 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 66-მდე გა­ი­ზარ­და.

წყარო: ambebi
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93