სიახლე

მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო

მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.

  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და
მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.
მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი! გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93