სიახლე

როგორ ვუპასუხოთ სწორად გასაუბრებაზე დასმულ 10 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას

როგორ ვუპასუხოთ სწორად გასაუბრებაზე დასმულ 10 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას
გასაუბრებაზე წასვლისას, სავარაუდოდ, ყველა თქვენგანს გასჩენია ტესტზე გასვლის შეგრძნება, სადაც სწორი და არასწორი პასუხები უნდა გასცეთ. როგორ უნდა უპასუხოთ პოტენციურ დამსაქმებელს ყველაზე გავრცელებულ 10 შეკითხვაზე?

1. მოგვიყევით თქვენ შესახებ

იმისათვის, რომ თქვენი საუბარი დამღლელი და აბურდული არ იყოს, აუცილებელია გაითვალისწინოთ სამი კომპონენტი:
  • დასაწყისი: მოკლე რეზიუმე თქვენს კარიერაზე
  • შუა ნაწილი: თქვენი უნარ-ჩვევები და მიღწევები, რომლებიც კონკრეტულ პოზიციაზე გჭირდებათ.
  • დასასრული: დაასრულეთ ისტორია მაღალ ნოტზე მოკლე აღწერით, თუ რა გინდათ გააკეთოთ თქვენი განვითარებისთვის.

2. რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე?

  • მოყევით, როგორ მიაღწიეთ
    წარმატებებს და აუხსენით დამსაქმებელს, რომ თქვენი მიღებული ცოდნა და უნარები სწორედ რომ გაძლევთ უპირატესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით არჩევანის შეჩერებისას.

3. რაში მდგომარეობს თქვენი ძლიერი მხარე?

  • კარიერის ქოუჩი Michelle Riklan სერტიფიცირებული პროფესიონალი მწერალია, რომელიც ამ კითხვაზე მსგავსი ტიპის პასუხის გაცემისკენ მოგვიწოდებს. "მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. კლიენტებთან ურთიერთობამ მასწავლა, როგორ მივუდგე სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, მაშინ, როცა გაყიდვების წარმომადგენლები  თავს არიდებენ ისეთ ხელმძღვანელობას, რომელიც არ არის თავდაჯერებული. ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევა სწორედ ჩემი თამაშისთვის არის". ბონუსური რჩევა: დაიწყეთ თქვენი სუსტი მხარის დემონსტრირებით, შემდეგ კი ძლიერ მხარეებზე ისაუბრეთ, საუბარი აუცილებლად უნდა დასრულდეს პოზიტიურ ნოტზე.

4. როგორ გახასიათებენ სხვები?

  • დამსაქმებელს თქვენი მეგობრების მოსაზრებები კი არ აინტერესებს, არამედ ადამიანების და მომხმარებლების, რომლებთანაც სამსახურებრივად გიწევთ გადაკვეთა. კარგი კომუნიკაციის უნარი და შრომისმოყვარეობა ის უნარებია, რასაც ბევრი კანდიდატი ამბობს. თქვენ უნდა გამოეყოთ მასას და უმჯობესია, მოჰყვეთ, როგორ შეუმსუბუქეთ ხელმძღვანელს და თანამშრომელს სამსახურებრივი დატვირთვა.

5. როგორ უმკლავდებით სტრესს?

  • კანდიდატები, ძირითადად, ამ კითხვას შემდეგნაირად პასუხობენ: "მე მივირთმევ სტრესს საუზმეზე" ან "მე დატვირთვებს ნამდვილად მივესალმები". მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორი პასუხებია, მაინც არადამაჯერებელი და არაჯანსაღი პასუხია აღნიშნულ კითხვაზე. უმჯობესია უპასუხოთ, სტრესს შოკოლადის ჭამით რომ უმკლავდებით, მედიტირებთ, ვარჯიშობთ, მღერით... პასუხს არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ინტერვიუერს დაანახებთ, თუ რას ნიშნავს ჯანსაღი გამკლავების მეთოდი სტრესის შემთხვევაში.

6. რა გაიძულებთ დილით ადრე ადგომას?

  • Bootcamp Media-ს დირექტორი ჯიმ შაბირი ამ კითხვას შემდეგნაირად პასუხობს: "მე ყოველ დილით განახლებული მიზნით ვიღვიძებ, პირადშიც და საქმიან ცხოვრებაშიც ანალოგიურად".

7. რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

  • აუცილებელია გქონდეთ დროის პროდუქტიულად და ეფექტურად გატარების საშუალება. თუკი უპასუხებთ, რომ თავისუფალი დრო არ გრჩებათ და მთლიანად სამსახურზე ხართ მიჯაჭვული, ამით ქულებს ნამდვილად არ დაიწერთ. უმჯობესია რაიმე სახის აქტივობა დაასახელოთ, რომელიც თავისუფალ დროს განტვირთვაში გეხმარებათ.

8. გვესაუბრეთ თქვენს განათლებასა და კვალიფიკაციაზე

  • ამ კითხვას მაშინ უსვამენ, როცა თვლიან, რომ არ გაქვთ შესაფერისი უნარები რითაც მათ მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ. თუკი არ გაქვთ გამოცდილება ამ სფეროში, დაანახეთ დამსაქმებელს, რომ მზად ხართ ახალი გამოწვევისთვის და ცოდნის მისაღებად, ხოლო თუკი გაქვთ, მაშინ ჩამოთვალეთ და ისაუბრეთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებზე, სტაჟირებებზე, შტატიან თანამდებობებზე.

9. რას გააკეთებთ თქვენ, რასაც სხვა კანდიდატები ვერ გააკეთებენ?

  • ისაუბრეთ თქვენს სპეციალიზებულ უნარებზე, რომლებიც გამოგარჩევთ,
  • ცოდნაზე, რომელიც სამუშაო გამოცდილებამ მოგიტანათ,
  • გაყიდვებისთვის იდეალური პუნქტი - კომუნიკაციები,
  • ფინანსური ზრდა და დანაზოგი წინა სამსახურებიდან,
  • სპეციალური კურსები და სერტიფიკატები, რომლებიც გაირეთ.

10. რა იყო თქვენი ანაზღაურება წინა სამსახურში?

  • ეს საკმაოდ რთული პასუხია. ამიტომ, პირველ რიგში, შეეცადეთ კითხვის თავიდან არიდება და იმაზე ყურადღების გამახვილება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სწორი სამსახური. ხოლო თუკი დამსაქმებელი მაინც ითხოვს ინფორმაციას ანაზღაურებაზე, მაშინ დიაპაზონი აიღეთ თანხის პირობითად საშუალოდ 1000-1500 ლარის ფარგლებში.

წყარო: business.tutsplus
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93