მსოფლიოში არაერთი ცნობილი კადრი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ეს ფოტოა, რომელზეც ჯეინ მენსფილდის მეტისმეტი ვულგარულობით შეწუხებული სოფი ლორენი ცინიკური ღიმილით თვალს აპარებს მსახიობის ზედმეტად მოშიშვლებული მკერდისკენ.
57 წლის შემდეგ ლორენმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, თუ როგორ გადაიღეს ეს ფოტო – დიახ, იგი ნამდვილად ასახავს იმას, თუ რას გრძნობს იმ მომენტში მსახიობი. იმ დროს სოფი ლორენს ჰოლივუდური კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. კომპანია Paramount-ის ორგანიზებით, სოფის შესანიშნავი საღამო მოუწყვეს, სადაც ჯეინ მენსფილდი ბოლოს მოვიდა. მისი გამოჩენა ლორენმა ასე აღწერა: ”მან ჩემს მაგიდასთან საგანგებოდ ჩაიარა. იცოდა, რომ ყველა მას უყურებდა. სუფრასთან დაჯდა და იცით… თითქმის შიშველი იყო. შეხედეთ ამ კადრს – საით ვიყურები? მის მკერდს შევცქერი – ლამის ჩემს თეფშზე გადმოყაროს. ჩემს სახეზე გაოგნებაა ასახული: ვშიშობ, ეს-ესაა, მისი მკერდი კაბიდან ვულკანივით ამოხეთქავს და მაგიდაზე ლავასავით დაიღვრება”. გაგრძელება