მსახიობი ბუბა მირცხულავა საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი, "ბაქარი" შექმნა.
2019 წელს ბუბამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში კითხვას - არის თუ არა შეყვარებული, ასე უპასუხა: - "არა. ახლა ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუდგები. ვერ ვუგებ ადამიანებს, ურთიერთობას უეცრად სიყვარულს რომ დაარქმევენ. ბოლო ურთიერთობიდან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ვფიქრობ, არ ვიცი, მომავალში რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა. ეს სიტყვა არ მომწონს. შეიძლება მყავდეს მეგობარი გოგო და მქონდეს ისეთივე დამოკიდებულება, რასაც ზოგიერთი სიყვარულს დაუძახებს."
არ ვიცით, უწოდებდა თუ არა "შეყვარებულს" თავის რჩეულს ბუბა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის ახლახან დაქორწინდა. გაგრძელება + ფოტო