ენერგეტიკული სასმელი არის სასმლის ისეთი სახეობა, რომელიც შეიცავს მასტიმულირებელ ნაერთებს, ჩვეულებრივ კოფეინს, რომელიც იყიდება ფსიქიკური და ფიზიკური სტიმულაციის უზრუნველსაყოფად. ენერგეტიკული სასმელი შეიძლება იყოს გაზიანი და უგაზო; ასევე შეიძლება შეიცავდეს შაქარს, სხვა დამატკბობლებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, ტაურინსა და ამინომჟავებს. ეს სასმელი წარმოადგენს უფრო დიდი ჯგუფის ენერგეტიკული პროდუქტების ქვეჯგუფს, რომელიც ასევე მოიცავს სპორტული მუშაობის გასაუმჯობესებლად დამხმარე საშუალებებს. ამ კატეგორიაში მრავალი ბრენდი და პროდუქტია გაერთიანებული.
ყავა, ჩაი და ბუნებრივად კოფეინიანი სასმელები, ჩვეულებრივ, არ განიხილება ენერგეტიკულ სასმელებად. სხვა გამაგრილებელი სასმელები, როგორიცაა კოლა, შეიძლება შეიცავდეს კოფეინს, მაგრამ ასევე არ მიეკუთვნება ენერგეტიკული სასმლის ოჯახს. ენერგეტიკული სასმელების მოქმედება ხდება კოფეინის საშუალებით, ჯანმრთელობაზე სარგებლის მისაღებად და სხვა ინგრედიენტებით მიღებული სარგებლის გასაძლიერებლად. ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ენერგეტიკული სასმელები, რომლებიც კოფეინს შეიცავს, ხელს უწყობს სიფხიზლეს და სხეულს ენერგიით ავსებს.
მიიჩნევა, რომ ენერგეტიკული სასმელების ეფექტი კოფეინის და შაქრის შემცველობითაა განპირობებული, თუმცა არსებობს ისეთი პროდუქტები, სადაც შაქრის შემცველობა 0-ის ტოლია. ხოლო გემოს გასაუმჯობესებლად სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნული დამატკბობელი გამოიყენება. ენერგეტიკული სასმელების ზეგავლენის უმეტესი ნაწილი შემეცნებით ეფექტურობაზე მოდის. მაგალითად, მისი მიღება ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და რეაქციის სიჩქარე. ეს ეფექტები, პირველ რიგში, კოფეინის არსებობითაა განპირობებული. სურსათის უვნებლობის ევროპული ორგანოს (EFSA) მიხედვით, ზრდასრული ადამიანისთვის ყოველდღიურად 400 მგ კოფეინის მიღება უსაფრთხოა. 400 მგ-ზე მეტი კოფეინის მოხმარებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები მოიცავს ნერვიულობას, გაღიზიანებას, უძილობას, შარდვის გახშირებას, გულის არითმიასა და დისპეფსიას.
მიუხედავად ენერგეტიკული სასმლის მიმართ არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, მისი გამოყენება გამუდმებით იზრდება. თუმცა უკანასკნელი კვლევების მიხედვით, წლების განმავლობაში არსებული მოსაზრება ენერგეტიკულ სასმელსა და ფიზიკურ აქტივობებს შორის არსებული პოზიტიური კავშირის შესახებ მეცნიერების მიერ დასტურდება. ჩატარებული კვლევის მიზანი ის იყო, რომ დაედგინა ენერგეტიკული სასმლის ყოველდღიური მოხმარების ეფექტი სხეულის შემადგენლობის, კარდიო რესპირატორული ფიტნესის, სიძლიერის, განწყობისა და ზოგად ფიზიკურ მდგომარეობაზე.
კვლევისთვის, შემთხვევითობის პრინციპით, შეარჩიეს 38 ზრდასრული მამაკაცი. ისინი ოთხ კატეგორიად დაყვეს: მათ, ვისაც დაენიშნა ენერგეტიკული სასმელი და ვარჯიში (EX-A); მხოლოდ ენერგეტიკული სასმელი (NEX-A); პლაცებო (EX-B) და ვარჯიში ან მხოლოდ პლაცებო (NEX-B).
კვლევის თითოეული მონაწილე 10 დღის განმავლობაში მოიხმარდა ერთ ქილა ენერგეტიკულ სასმელს. გარდა ამისა, EX-A და EX-B კატეგორიის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ ფიზიკური აქტივობებით. ტესტირება ჩატარდა (PRE) და (POST) 10-კვირიანი ჩარევის წინ. შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნებოდა იმ ადამიანებში, ვინც მოიხმარდა ენერგეტიკულ სასმელს და ვარჯიშობდა. მათი სხეულის შემადგენლობა, ფიტნესფუნქციონირება ან ძალა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა; ამასთან, ცხიმის მასის და სხეულის ცხიმის პროცენტული წონის მნიშვნელოვნად შემცირება და ზრდა დაფიქსირდა EX-A-სა და EX-B-ში. ასევე, არ გამოვლენილა რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ღვიძლის, თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური ფუნქციების კლინიკურ ნიშნებში.
კვლევის მიხედვით დადგინდა, ენერგეტიკული სასმლის გამოყენება არ მოქმედებს განწყობაზე. თუმცა ვარჯიშთან კომბინაციისას, ენერგეტიკული სასმლის წინასწარი მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიოლოგიურ ადაპტაციას, როგორც კომბინირებული აერობიკის, ასევე რეზისტენტული ვარჯიშების შემთხვევაში.
მსოფლიოს მსგავსად, ენერგეტიკული სასმელი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. ბოლო წლებში ბაზარზე ქართული ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“ გამოჩნდა, რომელიც „წყალი მარგებელის“ საავტორო პროდუქტია. ამ დრომდე, „ბუღას“ ბრენდი კლასიკურ ენერგეტიკულ სასმელს, მოჰიტოსა და მარწყვის არომატებს აერთიანებდა, თუმცა სექტემბრიდან ბაზარზე კიდევ სამი ახალი პროდუქტი გამოვიდა - „ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ველნესი 0 კალორია“ და მატონიზირებელი წყალი „ბუღა“. აღსანიშნავია, რომ „ბუღა 0 კალორია“ უშაქრო სასმელია, რომელიც აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვისაა შექმნილი. ის ენერგიის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც ზედმეტ კალორიებს ერიდება და ცხოვრების აქტიური წესის მიმდევარია.
R