სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მალე ქეთა თოფურია მილიონერ ლევ ძენგოვზე ქორწინდება. თუმცა ეს ერთადერთი სასიხარულო ფაქტი არ არის მომღერლის ცხოვრებაში - მომღერალი მეორედ ემზადება დედობისთვის.
ორშაბათს, 26 ოქტომბერს, A'Studio-ს სოლისტმა თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ქეთა წერდა, რომ დასასვენებლად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაფრინდა.
სწორედ დუბაიში გადაუღეს პაპარაცული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის ნამდვილად ორსულად არის, ღია საცურაო კოსტიუმში მზის აბაზანებს იღებს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასვენების დროს რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი ორსულობის მეშვიდე თვეში გაფრინდა. მას მუცელი უკვე საგრძნობლად ეტყობა. როგორც ჩანს, მომღერალი ბოლომდე ვერ დაემალა ცნობისმოყვარეთა მზერას და ფოტო ერთ-ერთმა ფანმა ჩუმად გადაუღო. ორსული თოფურიას პირველი ფოტო მან "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. გაგრძელება