სიახლე

იცნობთ პროდუქტებს თქვენს სამზარეულოში? – სად ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, საკვებისა და სამზარეულოს შესახებ

 იცნობთ პროდუქტებს თქვენს სამზარეულოში? – სად ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, საკვებისა და სამზარეულოს შესახებ

როცა ამა თუ იმ ხილ-ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები ან უკუჩვენებები გვაინტერესებს, უპირველესად, რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, "გუგლს" ვიყენებთ. ძებნას ვიწყებთ, მაგ-რამ იშვიათიად ხდება, რომ ჩვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ერთ საიტზე ვიპოვოთ, ამიტომ, კიდევ უამრავ გვერდზე გვიწევს შესვლა. შედეგად, დიდ დროსა და ენერგიას ვხარ-ჯავთ, მაგრამ სრულყოფილ ინფორმაციას მაინც ვერ ვიღებთ.

იმისათვის, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესახებ, საჭირო ინფორმაციას სრულყო-ფილი სახით გავეცნოთ, გამომცემლობა „პალიტრა L“ „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ 7-ტომეულს გამოსცემს. ყველაფერი საკვებისა და სამზარეულოს შესახებ, ტანსაცმელსა და

საოჯახო საქმიანობასთან ერთად, ენციკლოპედიის მე-2 ტომშია თავმოყრილი.

საკვები პროდუქტების (მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტი, მა-კარონის ნაწარმი, პურეული, ყავა და ნაყენები...) დახასიათება, ჭურჭელი, სამზარეულოს აქ-სესუარები თუ ინვენტარი, ასევე, სუპერმარკეტისა და რესტორნის დაგეგმარება – ეს ყველა-ფერი ენციკლოპედიის მე-2 ტომშია თავმოყრილი. ენციკლოპედია დახმარებას გაუწევს რო-გორც დამწყებ, ასევე გამოცდილ დიასახლისებს, ასევე მათაც, ვისაც სამზარეულოში დიდი დროის გატარება არ უწევთ, მაგრამ პრაქტიკული ცოდნა სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე თავი კვებისა და სამზარეუ-ლოს შესახებ, ქვეთავებად არის დაყოფილი, რაც სასურველი ინფორმაციის მოძებნას უფრო ამარტივებს. რაც მთავარია,ინფორმაცია ილუსტრაციებით არის გამდიდრებული, რაც კვების პროდუქტების ამოცნობაშიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ენციკლოპედიაში გა-მოყენებული ტერმინები ორ ენაზეა მოცემული.

შეგახსენებთ, „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ 7 ტომად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გამოიცემა. მეორე ტომის შეძენას 2 ნოემბრიდან შეძლებთ. წიგ-ნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93