16 ნოემბრიდან მკითხველი „ხელოვნების სასახლის“ დირექტორის, გიორგი კალანდიას წიგნს იხილავს.
როგორც თავად გიორგი აღნიშნავს, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - ეს არის საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, მრავალტომეული, კერძოდ, 12 ტომი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ისტორიას უძველესი დროიდან 1950 წლამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ასახავს ქართველების ისტორიას საზღვრებს მიღმა.
წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს და მკითხველი თითოეულ ტომს თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად მიიღებს.
„ევროპაში მოგზაურობის დროს მე და ჩემი მეგობარი ვიდექით ავტობუსის გაჩერებაზე და ვსაუბრობდით
წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით, რომელსაც ავტორი, როგორც თავად აღნიშნავს, ათი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა.
„მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიწევდა მოგზაურობა საქართველოს საზღვრებს მიღმა იმისათვის, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად აღმომეჩინა ქართული კვალი; მეპოვა ესა თუ ის ისტორიული ძეგლი, კულტურისა თუ ხელოვნების ნიმუში და რაც ყველაზე მთავარია, მეპოვა ადამინები, რომლებიც ჩვენი დიდი წინაპრების შთამომავლები იყვნენ, იმ წინაპრების, რომლებიც საქართველოდან ძნელბედობის გამო ან უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედად წავიდნენ. აი, სწორედ ამ ადამიანებთან 10 წლის განმავლობაში ჩემმა ურთიერთობამ, საბოლოოდ, მოიტანა ის შედეგი, რომ შეიქმნა 12-ტომეული. ეს მოიცავს მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოში ქართველების ღვაწლს, ისტორიულ როლს“, - ამბობს გიორგი კალანდია.
გამოცემაში მრავლად შევხვდებით ისტორიას ისეთ ქართველებზე, რომელთა შესახებ აქამდე არც კი გვსმენია.