სიახლე

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება
რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბა. ფეხ­მძი­მე მსა­ხი­ო­ბი "ინ­სტაგ­რა­მი­სა" და "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დებ­ზე ახალ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ცნო­ბის­თვის, რუს­კას და სან­დრო ნი­ჟა­რა­ძეს ერთი შვი­ლი ჰყავთ, 3 წლის ილია.

"რა­ღაც­ნა­ი­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, მარ­თლა, სა­სა­ცი­ლოა, კე­თი­ლია. არ მო­მე­რი­დე­ბა და ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ალ­ბათ, ყვე­ლა დე­დის­თვის ასეა, მაგ­რამ... უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია აქვს, ვერ დაღ­ლი. ბავ­შვი ცელ­ქი კი უნდა იყოს, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე­თი ცელ­ქი თუ იქ­ნე­ბო­და.

ძიძა არ მყავს, ძი­ძე­ბის ფო­ბია მაქვს და ამი­ტომ, მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი
დრო გა­ვა­ტა­როთ მას­თან. ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა მინ­და, მაგ­რამ დრო აღარ მრჩე­ბა - ათ­ვლა იწყე­ბა ილი­ა­დან, ჯერ ის არის მთა­ვა­რი. ერთხანს სამ­სა­ხურ­შიც დამ­ყავ­და, მაგ­რამ ახლა უკვე ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რია და შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი სამ­სა­ხურ­ში მოყ­ვა­ნა, არა­ვის არაფ­რის კე­თე­ბას არ და­აც­დის...


მგო­ნია, რომ დე­დაშ­ვი­ლო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად რა­ღაც ახა­ლი სი­ტყვა უნდა მო­ვი­ფიქ­როთ. არც სა­ო­ცა­რი, არც კარ­გი, არც ძლი­ე­რი - არც ერთი სი­ტყვა არ გა­მო­ხა­ტავს დე­დის სიყ­ვა­რულს. ეს გრძნო­ბა სცდე­ბა მთელ გა­ლაქ­ტი­კას. ილია გაჩ­ნდა და დამ­თავ­რდა - მა­ნამ­დე რა იყო, აღარ მახ­სოვს. მგო­ნია, ილი­ას­თან ერ­თად და­ვი­ბა­დე. ალ­ბათ, ყვე­ლა დე­დას ასე­თი შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბა.

ხომ ასე ემო­ცი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც ცუ­დად არის, მა­შინ არ ვფო­რი­ა­ქობ, პა­ნი­კა­ში არ ვვარ­დე­ბი. პი­რი­ქით, უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ და ჩემი ეს სიმ­შვი­დე, სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩემ­საც უკ­ვირს და ჩემს მე­ო­რე დე­და­საც...", - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი.

გაგრძელება + ფოტო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93