8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს - მომღერალმა მორიგი კლიპი გადაიღო. ქეთა მეორე შვილს ელოდება. საკუთარი ორსულობის შესახებ სიახლეს ყვითელი პრესისგან დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა გასულ თვეს დუბაის სანაპიროზე გადაღებული პაპარაცული ფოტოები გავრცელდა.
ქეთა თოფურიას მეგობარი მედიასთან ექსკლუზიურ დეტალებსაც ჰყვებოდა: "ქეთიმ და ლეომ უკვე გაარკვიეს ბავშვის სქესი, ისინი ბიჭს ელოდებიან. ორივე ძალიან ბედნიერია. წლის ბოლოს მათ მემკვიდრე ეყოლებათ", - განაცხადა მეგობარმა.
შეგახსენებთ, მილიონერ დიპლომატ ლევ დენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი მინსკში, დენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო, როგორც მომღერალი. დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან 2013 წელს ვაჟი, ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. გაგრძელება