"მე შენ მიყვარხარ. სადაც უნდა იყო, მე შემეშალა, ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო..." - წერს ალექსანდრე კვიტაშვილი სოციალურ ქსელში.
ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა.

წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს. სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-15 წლებში). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც, შემდეგ კი ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელი

მანამდე სანდრო კვიტაშვილი ნიკოლ ჟორდანიაზე გახლდათ დაქორწინებული, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს. ნიკოლი მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილი გახლავთ. გაგრძელება