"კოკა-კოლას" ახალ საშობაო რეკლამა გვიამბობს მამის მისიაზე, რომელმაც ქალიშვილის საშობაო წერილი სანტა კლაუსს უნდა მიუტანოს.
სარეკლამო რგოლში, სახელწოდებით „წერილი“, ჩვენ ვხედავთ, როგორ ემზადება მამა, რომელიც სახლიდან სამუშაოდ უნდა წავიდეს, როდესაც ქალიშვილი მას საშობაო წერილს გადასცემს, რათა მან სანტა კლაუსს გაუგზავნოს. მაგრამ მამას დაავიწყდა წერილის გაგზავნა და მიემგზავრება ჩრდილოეთ პოლუსში, რათა სანტამ წერილი დროულად მიიღოს.
რეკლამის ბოლოს, თურმე ქალიშვილს მხოლოდ ერთი ძალიან ტკბილი საშობაო სურვილი ჰქონდა: "ძვირფასო სანტა, გთხოვ, მამა შობისთვის შინ მოიყვანე".
"კოკა-კოლა" განმარტავს: ”ამ შობას აჩუქეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. იქნება ეს პირადად, ვიდეოზარის საშუალებით ან უბრალოდ სწრაფი შეტყობინებით. საყვარელი ადამიანებისთვის დროის გამოყოფა არის ის, რაც შობას ხდის ჭეშმარიტად წელიწადის ყველაზე განსაკუთრებულ დროდ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ აკეთებთ ამას. სადაც უნდა იყოთ, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ. შობას გილოცავთ."