სიცივეების დადგომასთან ერთად მატულობს კითხვები სახლის გათბობის საკითხთან დაკავშირებით. გამათბობელი სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სითბოს შენარჩუნებისთვის სახლში ფანჯრებიც მყარად უნდა იყოს დამონტაჟებული და კედლებშიც არ უნდა დარჩეს სიცარიელე. თუმცა კარგი გამათბობლის გარეშე რთულია ყველაფერი.
როგორ გავაუმჯობესოთ გამათბობელი სისტემის მუშაობა იმისათვის, რომ სახლი მაქსიმალურად კარგად გაათბოს?
გამათბობელი სისტემის მუშაობა
- არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება, რომლებიც რადიატორის სითბოს გამოცემის პროცესს აუმჯობესებს; ამასთანავე, არ წვავს უფრო მეტს, რაც ფინანსების დაზოგვისთვის მნიშვნელოვანია.
ჰაერის ცირკულაცია
- ძირითადი პრობლემა დაბალი სითბოს გაცემის ეს მდგრადი ფარდებია, რომლებიც მალავს "შეუხედავ" გამათბობელს. ამის გამო ირღვევა ჰაერის ცირკულაცია, ჰაერი არასაკმარისი რაოდენობით იფრქვევა ჰაერში. გამოდის, რომ გამათბობელი მხოლოდ საკუთარ თავს ათბობს და არა გარშემო ოთახს. ბალანსისთვის გირჩევთ შედარებით თხელი ფარდები იპოვოთ იმისათვის, რომ ჰაერმა გამათბობლიდან თავისუფლად მოახერხოს ოთახის გათბობა.
მანძილი გამათბობელს შორის
- გამათბობლის ინსტრუქციაში მითითებულია, როგორ უნდა დაამონტაჟოთ სწორად ისე, რომ მოხდეს სითბოს შესაფერისად გამოყოფა. კედლიდან გამათბობელი არანაკლებ 50 მმ მანძილზე უნდა დამონტაჟდეს, იატაკიდან მანძილი კი მინიმუმ 5 სმ-ს უნდა შეადგენდეს. ამიტომ აუცილებელია წაიკითხოთ გამათბობლის საბუთები მონტაჟის დროს. გამათბობებელსა და ფანჯრის რაფას შორის მანძილი 2.5 სმ-დან უნდა იწყებოდეს, რაც ხელს არ შეუშლის თბილი ჰაერის სწორ ცირკულაციას.
არეკლვადი ეკრანები
- სახლის გათბობის მიზნით ხშირად იყენებენ ფოლგირებულ ეკრანებს. ისინი აუმჯობესებს გამათბობლის სისტემის სითბოს გაცემის სიძლიერეს. კედელსა და გამათბობელს შორის თუკი მოათავსებთ ფოლგას, 2-3 გრადუსით გაიზრდება სითბოს გამოცემა, რაც ნიშნავს იმას, რომ კედელი აღარ აიღებს თავის თავზე გაცემულ სითბოს. ხოლო ენერგია, რომელიც სჭირდება გათბობას, 5%-ით შემცირდება, რაც ფინანსებს დაგიზოგავთ.
რადიატორის სისუფთავე
- ცნობილი ფაქტია, რომ მტვრიანი გამათბობლის შემთხვევაში სითბო 7-10%-ით კლებულობს, ანუ ხელს უშლის სითბოს გამოცემას. როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, აუცილებელია კარგად გაწმინდოთ რადიატორი. ასე დიდხანს მოგემსახურებათ და უკეთ გაგათბობთ.
წყარო: takprosto