"უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუქი იდგა, ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზევით ავიხედე, ჭერი არ ჩანდა. ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა. ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვზე ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა", - ეს პატარა ამონარიდია მაია ასათიანის წიგნიდან "სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში".
ჟურნალისტმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა. ამბობს, რომ სურვილი ჰქონდა, თავისი ნამდვილი ამბავი მოეყოლა.
"სიყვარული, ვნება, ბავშვობა, გაჭირვება", - ყველაფერი იქნება წიგნში. ეს მაია ასათიანის წიგნის ახალი ანონსია, რომელიც ჟურნალისტმა თავის გულშემატკივრებს "ინსტაგრამზე" გაუზიარა. გაგრძელება