სიახლე

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები
წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "დე­მოკ­რატ­მა“ ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა. მისი ოჯა­ხის წევ­რებს ახლა მსოფ­ლიო მე­დია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, ვინ არი­ან თეთ­რი სახ­ლის ახა­ლი მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ჯო ბა­ი­დენს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი ჰყავს. ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რო­ბით ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა, ჯოს ვაჟი, რო­მე­ლიც ყო­ფილ ვიცე-პრე­ზი­დენტს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ის 1970 წლის 4 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც ამ სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მა­მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.



გა­ვი­გოთ უფრო მეტი ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ:
50 წლის ჰან­თე­რის ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლე­ბი­თაა სავ­სე, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბას. ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის ვაჟი ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს მა­შინ, როცა ის პე­კინ­ში და­ფუძ­ნე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

ჰან­თე­რი 2014-19 წლებ­ში იყო კომ­პა­ნია Burisma-ს ბორ­დის წევ­რი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნალდ ტრამპს ის არა­ერ­თხელ და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბია კო­რუფ­ცი­ა­ში, თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არას­დროს წარ­მო­უდ­გე­ნია.


ოქ­ტომ­ბერ­ში "ნიუ იორკ პოს­ტი“ წერ­და, რომ არ­სე­ბობ­და მყა­რი დის­კის ასლი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, უმ­ცრო­სი ბა­ი­დე­ნის კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ნა­ხულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავ­და და მას­ზე იყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის სკან­და­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ - თუ რო­გორ ხარ­ჯავ­და ის ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლარს სტრიპ­ტიზ-კლუ­ბებ­ში. ასე­ვე, ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც თრო­ბის ქვეშ მყო­ფი ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც მე­დი­ა­ში წერ­დნენ, ყო­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო რუ­სე­თის მცდე­ლო­ბას­თან, ჯო ბა­ი­დე­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ. იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზეც, რომ ჯო ბა­ი­დე­ნი შვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­მა­ლად თა­ვის გავ­ლე­ნას იყე­ნებ­და.
გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93