სიახლე

"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა
სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არა­ერ­თია ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნა­ვირუს­მა ერთი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი იმ­სხვერ­პლა. ახ­ლაც ერთ-ერთ მსგავს ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ზე გიყ­ვე­ბით. ვირუს­მა ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­ი­წი­რა.

"ბევ­რი იბ­რძო­ლა პა­ტი­კომ, ძა­ლი­ან ბევ­რი და მა­ინც ვერ გა­უძ­ლო, ვერ მო­ე­რია. არც ერთი არ და­ინ­დო ვირუს­მა. არც მარ­გო ბებო, არც და­რე­ჯა­ნი, არც პა­ტი­კო“ - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.


მა­რი­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად ახ­ლობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტუ­სი 31 ოქ­ტომ­ბერს და­წე­რა:

"დღეს დე­ი­და­ჩე­მი დავ­კრძა­ლეთ. რო­გორც
თქვენ არ გჯე­რათ ვირუ­სის, ისე მე არ მჯე­რა, რომ ეს საყ­რდე­ნი გა­მო­მე­ცა­ლა. არც რამე ქრო­ნი­კუ­ლი სჭირ­და, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყო­ჩა­ღი, მუ­შა­ობ­და გი­ჟი­ვით, მი­ლი­ონ საქ­მეს აკე­თებ­და. ყვე­ლას გვე­ი­მე­დე­ბო­და და ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი ეს იყო.
მას რომ გა­უ­ჭირ­და, ვერ ვუშ­ვე­ლეთ. სამი დღის წინ მარ­გო ბებო დავ­კრძა­ლეთ, დღეს და­რე­ჯა­ნი. პა­ტი­კო აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი და იბ­რძვის. გა­უფრ­თხილ­დით ხალ­ხო ერ­თმა­ნეთს, სა­კუ­თარ თავს, ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­თ უ­მე­ტეს როცა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია...“ - წერ­და მა­შინ მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც პა­ტი­კო გა­დარ­ჩა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93