სიახლე

იგავი ძუნწ ქმარზე, რომლის ცოლსაც ქორწინებამდე კარგი შემოსავალი ჰქონდა

იგავი ძუნწ ქმარზე, რომლის ცოლსაც ქორწინებამდე კარგი შემოსავალი ჰქონდა
როცა იმ ადამიანს ხვდები, რომელთან ერთადაც გინდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ნათელი ხდება, რომ ის ადამიანური თვისებები, რომლებიც აქამდე შეიყვარე და გამოავლინა, სულაც ამით არ დასრულებულა.
ასე დაემართა ერთ ქალბატონსაც, რომელმაც თავისი ისტორია მოგვითხრო. იმ კაცს, რომელსაც ცოლად გაჰყვა, იყო კეთილი და მზრუნველი, ახლა კი ძუნწი მეუღლეა, რომელიც თითო თეთრს ითვლის.
This Is Ignorant Selfish GIF - ThisIsIgnorant Ignorant Selfish - Discover &  Share GIFs

ძუნწი ქმარი

ვერ ვხვდები, როგორ გახდა ჩემი მეუღლე ასეთი ძუნწი, ეს ჩემთვის მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა და დიდი სასოწარკვეთა, ვინაიდან თავიდან სიკეთეს და მზრუნველობას ავლენდა, ახლა კი
- აღარ. მან დაიწყო ყველაფრის დათვლა, თუ რამდენს ვხარჯავ სახლისთვის პროდუქტებსა და მოწყობაზე.
გათხოვებამდე ვმუშაობდი პრესტიჟულ სამსახურში და ჩემს თავს არაფერზე უარს არ ვეუბნები. შემეძლო შემეგროვებინა თანხა შვებულებისთვის და კარგად დამესვენა საზღვარგარეთ. ჩემი მომავალი მეუღლეც იმ დროს საკმაოდ კარგ ანაზღაურებას გამოიმუშავებდა. ამიტომ მარტივად დავთანხმდი მის წინადადებას, რომ თავი ბავშვებისა და სახლის მოვლისთვის მიმეძღვნა. მეჩვენებოდა იმ მომენტში, რომ ეს საუკეთესო იდეა იყო, სახლს მოვაწყობდი ჩემს გემოზე მანამ, სანამ მეუღლე სამსახურში იყო. მანაც თავის თავზე ფინანსური მხარე აიღო ოჯახში. თავიდან შევიძინე რბილი ავეჯი მისაღებისთვის. მეუღლემ დამიწუნა შენაძენი, შემდეგ არ მოეწონა საძინებელში ფარდების ფერი, არადა, ძალიან უხდებოდა ინტერიერს. აღმოვაჩინე, რომ რადიკალურად სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. თავიდან მეკითხებოდა, რამდენი მჭირდებოდა რაღაცების შესაძენად და მაძლევდა იმ თანხას, რასაც ვეუბნებოდი. შემდეგ მთხოვა, ქვითრები მომეტანა ყოველი შენაძენის ბოლოს, ახლა კი პროდუქტების შესაძენად გასვლისას დაახლოებით თანხას ვუწერ, რომელზეც გათვლილი აქვს კონკრეტული თანხა და ადარებს ქვითრებს.
Selfish Self Centered GIF - Selfish SelfCentered DoesntRevolveAroundYou -  Discover & Share GIFs
შესაძლოა ვიღაცისთვის ეს ნორმაა, მაგრამ ჩემთვის სრული სიველურეა. უბრალოდ ერთი დიდი შეცდომა იყო ის, რომ დედას მოვუყევი არსებული სიტუაცია. ის იმდენად გაღიზიანდა ჩემი მონათხრობით, რომ დაურეკა ჩემს მეუღლეს და დაუწყო ჭკუის სწავლება.
ახლა, როცა დანახარჯზე ვსაუბრობთ, მეუღლე დედაჩემს ახსენებს და იწყება ჩხუბი. დედასაც არ შეუძლია გაჩუმება, ყოველი სატელეფონო საუბარი სრულდება იმით, რომ მასწავლის, როგორ მოვიქცე მეუღლესთან. ანუ მე ვარ დამნაშავე, რომ მან შეწყვიტა ჩემი პატივისცემა. მე დავიწყე სამსახურზე ფიქრი, ასე არ ვთხოვ მეუღლეს ფულს და აღარ გამაკონტროლებს. ეს რომ გავანდე დედას, პასუხად მივიღე: "დეკრეტში ისევ შენმა ქმარმა უნდა შეგინახოს და რა აზრი აქვს სამსახურის პოვნას?" მე კი ეს არ მაწყობს. ხომ არ დავშორდები ადამიანს ფულის გამო?
You Think Very Highly Of Yourself Dont You Genius GIF -  YouThinkVeryHighlyOfYourselfDontYou Genius Narcissist - Discover & Share  GIFs
წყარო: takprosto
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Daaa
ასეთ ადამიანს უპირობოდ უნდა დასრულდეს ადამიანი.
13:39 / 17-11-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93