ალბათ, თითოეული თქვენგანი მაინც შეხვედრია მაცივარში უსიამოვნო სუნს. ჩაინიშნეთ, როგორ მოვიშოროთ თავიდან არასასურველი არომატი მარტივად და ეფექტურად.
არასასიამოვნო სურნელი მაცივარში
- უჩვეულო ხრიკისთვის დაგჭირდებათ ყველაზე მინიმალური რაოდენობის ნივთი, რაც დიდი ალბათობით, თქვენ თავადაც მოგეპოვებათ სახლში. ეს არის ჩვეულებრივი გაზეთი, წყალი და მისაპკურებელი ქილა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მინის საწმენდი სითხის ქილა. გამოყენებამდე, რა თქმა უნდა, კარგად გარეცხეთ.
- როგორ შევქმნათ ღრუბელი, რომელიც არასასიამოვნო სუნს ითვისებს? გაზეთი დაასველეთ წყლით, შემდეგ მოათავსეთ თეფშზე ან ღრმა ჯამში და შედგით მაცივარში. ვინაიდან მაცივარში დაბალი ტემპერატურაა, ქაღალდი დანამული დარჩება დიდხანს. როგორც ამბობენ, ეს განაპირობებს მაცივარში არასასიამოვნო სუნის გაქრობას. ეს უჩვეულო ხრიკი კი ცდად ნამდვილად ღირს.
როგორ გავაქროთ არასასიამოვნო სუნი მაცივრიდან
- უკვე რამდენიმე დღეში შეგიძლიათ დასკვნები გამოიტანოთ. მანამ კი ჩაინიშნეთ მარტივი ხრიკი. მაგალითად, მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ აქტივირებული ნახშირი. ის არ დაიკავებს დიდ ადგილს და მშვენივრად ითვისებს ყველა უსიამოვნო სუნს.
- გამოცდილი დიასახლისები ასევე იყენებენ ჩვეულებრივ სოდას. უბრალოდ უნდა დაყაროთ ხელსახოცზე ან ქილაში და შედგათ მაცივარში, ხოლო გამოყენებული ჩაის პაკეტები ნამდვილი აღმოჩენაა.
- ზოგიერთი გვირჩევს, რომ მაცივარი გავწმინდოთ ძმრისა და ლიმონის წვენის მეშვეობით. ასევე, შავი პურის ნაჭერი ან გამოწურული ლიმონის ქერქი მოათავსეთ. ასე არასასიამოვნო სუნს აიცილებთ მაცივარში.
- იმისათვის, რომ არ გაჩნდეს მაცივარში არასასიამოვნო სუნი, შეგიძლიათ ყველაფერი კონტეინერებში მოათავსოთ და არ დატოვოთ ღია მდგომარეობაში.
თქვენ რა მეთოდებით ებრძვით არასასიამოვნო სუნს მაცივარში? გაგვიზიარეთ.წყარო: takprosto