სიახლე

რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად

რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად

  • თუ აწარმოებ საქმიან დღიურს, ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო ცხოვრება გაქვს!

არ არსებობს საქმიანი ადამიანი საქმიანი დღიურის გარეშე! ის თითქმის პირადი მდივნის როლს ასრულებს. მართალია, ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, მაგრამ ვერც ერთმა გაჯეტმა ვერ შეძლო საქმიანი დღიურის განდევნა ბაზრიდან. - გაინტერესებთ, რატომ?
როდესაც საკუთარი აზრები გონებიდან ფურცლებზე გადაგაქვს, ახდენ ფიქრების, იდეების, მიღწევების, გეგმების, წარმატებების და შესწავლილი მასალების დოკუმენტაციას.

რაშია დაგეგმვის სარგებელი:


  • ამოცანები სტრუქტურირებულია და გონება თავისუფლდება ზედმეტი ინფორმაციის დამახსოვრების საჭიროებისგან;
  • მეტი შედეგი მოკლე დროში;
  • დროის რესურსი
    სწორად არის განაწილებული;
  • ხელით დაწერილი ტექსტი ბევრად ეფექტურად გამახსოვრდება და აზრებიც უფრო ორგანიზებულად გიყალიბდება;
  • გეგმის დღიურში დაფიქსირებით, არაცნობიერად მის შესრულებას ცდილობ;
  • თავიდან აიცილებ შფოთვას, რომ რაღაც შეიძლება დაგავიწყდეს;
  • დააგენერირებ იდეებს;
  • საქმიანი დღიური ძალიან კარგი საჩუქარია კლიენტებისთვის და კოლეგებისთვის.

5 ნაბიჯი, თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა საქმიანი დღიურის დახმარებით


1. სწორად დასახეთ მიზნები


რთული იქნება დღიურში გრძელვადიანი მიზნების ფორმულირება. ამიტომ შედარებით მოკლევადიანიდან დაიწყეთ. უახლოესი 3 ან 6 თვის პერიოდი. მიზანი უნდა გიბიძგებდეთ მოქმედებისკენ და უნდა იყოს კონკრეტული. პირველ რიგში, საჭიროა მათი სეგმენტირება სფეროების მიხედვით (პირადი ცხოვრება, კარიერა, თვითგანვითარება). შედეგად, ბიზნესდღიურში ყალიბდება მთელი სისტემა, რომელიც ხელმძღვანელობს ყოველდღიური დაგეგმვის პროცესს. შესამჩნევი შედეგების მისაღწევად, ჩაწერეთ კვირის ან თვის შედეგები, გააანალიზეთ განუხორციელებელი გეგმების მიზეზები. შეარჩიეთ ისეთი დღიური, რომელიც დანომრილია კვირის დღეების შესაბამისად და აქვს კალენდარული სისტემა.

2. ყოველდღიური დავალება


თქვენს დღიურში ჩაწერეთ 2-4 სავალდებულო დავალება, რომელიც ყოველდღე უნდა შესრულდეს. ეს ხელს უწყობს რიტმის შენარჩუნებას და გეგმის მიხედვით მოქმედებას.

3. განტვირთვა


თანამედროვე საქმიან დღიურებში იპოვით ცნობილი ადამიანების საინტერესო და საჭირო გამონათქვამებს, საინტერესო ფაქტებს და გასაფერადებლებს, რომლებსაც ანტისტრესული ფუნქცია აქვს. ასეთი გასაფერადებლები დაგეხმარებათ განტვირთვაში.

4. ერთფეროვნების თავიდან აცილება


არსებობს დავალებები, რომელთა შესრულება საჭირო არ არის კონკრეტულ დროს. დაგეგმვაში დატოვეთ ადგილი სპონტანური საქმიანობისთვისაც.

5. პოზიტიური აზროვნება


კარგი მოვლენების პოვნა ყოველდღე შეიძლება. ჩაწერეთ ისინი თქვენს საქმიან ჟურნალში. ეს დაგეხმარებათ, კონცენტრირება მოახდინოთ წარმატებებსა და მიღწევებზე და არა წარუმატებლობებზე.
საქმიანი დღიური ბევრნაირი სახის არსებობს. „ლურჯი ოკეანის“ დღიურებში ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ფერის ყდაც.
მაგარყდიანი საქმიანი დღიური თქვენი პირადი ასისტენტი გახდება. მის შეძენას კი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ შეძლებთ!

კორპორატიული შეთავაზებისათვის, დაუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L-ს" ნომერზე - (+995) 032 2383871 ან (+995) 595999972 ან მისწერეთ მეილზე: book@palitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93