13 ნოემბერს ანა შელიამ საფრანგეთში, Centre Hospitalier de Dax-Côte d'Argent კლინიკაში იმშობიარა. გოგონას ელი დაარქვეს და ის მოდელისა და მორაგბის პირველი შვილია.
ანა შელიამ და ლაშა ლომიძემ შარშან იქორწინეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-8 ნომრისა და ცნობილი მოდელის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლიდა. სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლის ასაკში დაიწყო.
ის ჯერ თბილისის მოდის კვირეულზე გამოვიდა, შემდეგ კი თურქულ სამოდელო სააგენტოსთან - Option Model Management ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა დაოჯახების შემდეგ ანას კარიერაში პაუზა აქვს. ლაშა ლომიძე ამჟამად ფრანგული "ბეზიერსის“ ღირსებას იცავს. გაგრძელება