მოდელი კრისტი ყიფშიძე უკვე 26 წელია, რაც პოდიუმზეა. კრისტი 43 წლისაა და მშვენიერ ფორმაშია.
მას ცოტა ხნის წინ ცეცხლოვანი ფოტოსესია ჰქონდა.
სხვადასხვა დროს უამრავი ფოტოხელოვანის და დიზაინერის მუზა ყოფილა, რომელთა უმეტესობას უანგაროდ ეხმარებოდა.
როგორც ცნობილია, მოდელს პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას.
"ყოველ დილით ვაღებ ფანჯარას, ვსვამ წყალს და ვცდილობ, დავტკბე ახალი დღით, ყოველი დღე დადებითი განწყობით დავიწყო. მხოლოდ და მხოლოდ სულიერი სიმშვიდე მაბედნიერებს, მედიტაციის საკუთარ მეთოდს მივმართავ და ვფიქრობ, საკუთარ თავთან ჰარმონია მაქვს ნაპოვნი. ბედნიერებისთვის არ მჭირდება არც შოპინგთერაპია და არც ფსიქოლოგების კონსულტაციები. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ აღმოვაჩინე, როგორ მივანიჭო სიმშვიდე საკუთარ თავს". - განაცხადა კრისტიმ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში.
მოდელს ეს ცეცხლოვანი ფოტოები ფოტოგრაფმა დავით ჭალიძემ სპეციალურად "ბომონდისთვის" გადაუღო.