სიახლე

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

19 ნოემბრიდან ინტერაქციული წიგნი „ფენიქსი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. 15-ნაწილიანი რომანის თითოეული წიგნი ჟურნალს ორ კვირაში ერთხელ გაჰყვება.


უჩვეულო სიახლე ქართულ ლიტერატურაში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ძალიან საინტერესო პროექტი - „ფენიქსია“, რომელიც არ ჰგავს სხვა წიგნებს. „ფენიქსი“ ინტერაქციული წიგნია, ამბის რამდენიმე შესაძლო განვითარებითა და რვა ალტერნატიული დასასრულით. რომანი თხუთმეტი ნაწილისგან შედგება და თავისი არსით ფაზლის ჰგავს, რომელიც მკითხველმა თავად უნდა ააწყოს. ყოველ ნაწილს დამატებით ქვესათაური აქვს და ამბავიც საინტერესო, საკვანძო მომენტებში წყდება. როდესაც მთავარი გმირები არჩევანის
წინაშე დგებიან. ყოველ ნაწილს კი ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად ვითარდება.

  • 4 ავტორის: ელის დოჯსონის, ტორესა მოსის, ნიკოლას მაჩაბლის და თეა ინასარიძის კოლაბორაცია ძალიან წარმატებული გამოდგა. ისინი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებენ.

„ასტროიდი“ ამბის დასაწყისია, სადაც მთავარ გმირებს ვეცნობით. სალი, ვატო და გიგა - წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან და მათ ამბებს მიჰყვება მკითხველი, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაგრძელდეს მათი ისტორია. მკითხველი ირჩევს იმ გაგრძელებას, რომელიც უფრო მეტად აინტერესებს და ამგვარად, ფაზლივით ადგენს მისთვის სასურველ რეალობას.

სალი ბარისტაა. ის ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე კაფეში მუშაობს. city coffe-ს დილის მუდმივი სტუმარი, მუდამ ერთი და იგივე ადამიანია, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს, ზუსტად ერთსა და იმავე დროს - 08:45 სთ-ზე შემოდის და „ამერიკანოს“ უკვეთავს. სალის ძალიან მოსწონს ახალგაზრდა, სიმპათიური, მუდამ მკაცრი დრესკოდის მქონე მამაკაცი, რომლის სპორტული საათი - „გარმინის“ „ფენიქსი“ უცნაურ კონტრასტს ქმნის მის ჩაცმულობასთან. სალი მის ვინაობას გაიგებს და რჩება განცდა, რომ ვატო თითქოს ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. სალი პირველ ნაწილში ასევე ხვდება გიგას, რომელიც გოგონასთან დაახლოებას ცდილობს და მას კინოში დაპატიჟებს. გიგასთან შესახვედრად წასული სალი კი გზად, მეტროს ბაქანზე ვატოს გადაეყრება და მისგან დახმარების თხოვნას იღებს, აი, აქ უნდა გადაწყვიტოს მკითხველმა, როგორ გაგრძელდეს სალის ისტორია!

„ასტროიდის“ ორ ალტერნატიულ გაგრძელებაში მოვლენები სალის არჩევანის მიხედვით ვითარდება. თუ გსურთ, რომ სალი ვატოს გაჰყვეს, „გადატვირთვა“ უნდა წაიკითხოთ, ხოლო თუ გიგას - „ჩაფერფვლა“. „გადატვირთვა“ საიდუმლო ისტორიების, ორმაგი ცხოვრების, თავგადასავლებისა და მისტიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, ხოლო „ჩაფერფვლა“ - დეტექტივი, დრამა, შავი კომედიისა და კრიმინალური ისტორიების.

მკითხველს, რომელიც ყველა ხაზს წაიკითხავს, არაერთი სიურპრიზი ელის. „ფენიქსი“, ლეგენდის თანახმად, ჯადოსნური ფრინველია, რომელიც ყოველ ას წელიწადში, სიკვდილის წინ საკუთარ თავს იწვავს და ფერფლისგან აღდგება. რითიც მუდმივი განახლების სიმბოლოს წარმოადგენს. წიგნ „ფენიქსშიც“ შეუძლია მკითხველს, გმირების ისტორია თავიდან ააწყოს. შეადგინოს ახალი რეალობა. თუ რომელიმე ხაზში შენი საყვარელი პერსონაჟი კვდება, შეგიძლია აირჩიო სხვა ხაზი, სადაც ის გადარჩა და მისი ცხოვრება სხვანაირად გაგრძელდა.

„ფენიქსის“ პირველი ნაწილი - „ასტროიდი“ 19 ნოემბრიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად იქნება ხელმისაწვდომი მკითხველისთვის. მისი შეძენა შეგეძლებათ „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად 5 ლარი იქნება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93