მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ქვეყანაში არსებული ყველა მაღაზია იკეტება, გარდა სურსათის მაღაზიებისა. ასევე ღია იქნება ყველა აფთიაქი და მაღაზიები, სადაც ცხოველებისა და ფრინველების საკვები იყიდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები "შავი პარასკევის“ ფარგლებში დაანონსებულ ფასდაკლებებს დაემთხვა. გუშინ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოსახლეობას ერთი დღე დარჩა, რათა სასურველი ნივთები ფასდაკლებით შეეძინათ, თუმცა, ის რეალობა, რაც დღეს დიდ მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებში შეიქმნა, საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის მიზეზი გახდა.
უსასრულო რიგები ტანსაცმლის, ტექნიკის, სამშენებლო მასალების მაღაზიებთან. ადამიანები დგანან ასევე ნერგების, შპალერის, ავეჯის მაღაზიებთან რიგებში. დისტანციის დაცვის გარეშე არსებული რიგები და დარღვეული რეგულაციები სავაჭრო ობიექტების მხრიდან, მართლაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხალხის ასეთი სიმჭირდროვე საათების განმავლობაში ეპიდემიის კიდევ უფრო დიდ გავრცელებას გამოიწვევს და მალე კოვიდინფიცირებულთღა დღიური მაჩვენებელი შესაძლებელია 10 ათასამდეც გაიზარდოს. მოქალაქეთა აქტიურმა მობილობამ გადატვირთა გზებიც. შესაბამისად, საცობია დედაქალაქის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მაგისტრალზე.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>