საზოგადოებას დიდი ხანია პოეტ ნიკო გომელაურისა და მსახიობ ეკა ნიჟარაძის შვილის - ულამაზესი ტასო გომელაურის შესახებ არაფერი სმენია. ბოლო სიახლე, რაც ტასოზე დაიწერა, მეორე შვილის დაბადება იყო.
როგორც ცნობილია, ტასო 2011 წელს რეჟისორ კოტე თაყაიშვილზე დაქორწინდა და ორი შვილი ჰყავს - თინი და ელენე თაყაიშვილები.
მშობლების გენებმა და ხელოვნების სიყვარულმა ტასოშიც იჩინა თავი და გოგონა ასეთ გემოვნებიან ნაკეთობებს ამზადებს.
როგორც ჩანს, ტასოს ფოტოების გადაღებაც ძალიან კარგად გამოსდის.
ნიკო გომელაურსა და ეკა ნიჟარაძეს ქორწინებიდან საერთო ვაჟიც ჰყავთ - ჯეჯი გომელაური. ტასო ფოტოს Instagram-ზე აქვეყნებს.
ნიკო გომელაურმა ქალიშვილს ეს ლექსი დაუწერა: "ტასო და ვარსკვლავი"
(ზღაპარი)
ისე ტიროდა პატარა ტასო
- გეგონებოდა არავინ ჰყავსო.
ვარსკვლავმაც ალბათ იფიქრა ასე
მოსწყდა, მიუჯდა პატარას წამსვე.
"რა გატირებსო?"- ღიმილით ჰკითხა.
"ნუთუ შემოგხვდა ბოროტი ვირთხა?
თუ შეგაშინა ფერიამ შავმა
და მოგაყენა საბრალოს ტრავმა?"
ვარსკვლავს ახედა ეჭვებით ტასომ,
იფიქრა: ნეტავ ბოდავსო რასო?
სცადა ცრემლების მიზეზის ახსნა:
თურმე მიზეზი ყოფილა... ჩაფსმა.
ძმასთან თამაშით იყო გართული,
ვერ მოითმინა ბოლო სართული,
იქვე ჩამჯდარა ანაბრად ბედის...
და სტირის ახლა - შიში აქვს დედის.
გაკვირვებული იყო ვარსკვლავი;
რა არის ასე გულმოსაკლავი?
ვერ გაუგია მას ბავშვის სევდა,
რადგან ვარსკვლავებს არა ჰყავთ დედა.
ამბობენ, მზეო - არ არის სწორი.
მთვარის მამობაც ყოფილა ჭორი
(ხომ უნდა შეხვდნენ მშობლები სადმე, ბავშვის კეთების რომ სცადონ საქმე?!)...
და ისევ ცაზე ახტა ვარსკვლავი,
სადაც ცხოვრობდა სხვა უთვალავი.
მას შეჰყურებდა ქვემოდან ბავშვი,
ცრემლით აევსო თვალები წამში.
რომ არ შეიქმნას დედის საკლავი:
თვითონაც სურს, რომ გახდეს ვარსკვლავი.
- მას არც დედა ჰყავს და არცა ფსამსო.
ამას ფიქრობდა სულელი ტასო.
(ჩემს ანასტასია გომელაურს)
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>