ეს ამბავი იტალიაში, "ლოქდაუნის" დროს მოხდა - კაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ გასეირნება გადაწყვიტა და 450 კილომეტრი გაიარა.
მას იტალიელი „ფორესტ გამპი“ შეარქვეს, რომელიც კარანტინით გადაღლილი იყო.
48 წლის კაცი ღამის 2 საათზე სანაპიროსთან პოლიციამ გააჩერა და "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 400 ევროთი დააჯარიმა. მას უკვე ერთი კვირა ჰქონდა გარეთ გატარებული, სიარულში.
დაკავებულის თქმით, სანაპირომდე ფეხით მივიდა, ტრანსპორტის გარეშე. გზაში კი კეთილი ადამიანები აპურებდნენ. "თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ ცოტა დავიღალე" - განაცხადა იტალიელმა „ფორესტ გამპმა".
მოგვიანებით, როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, დაკარგულს მეუღლე ერთი კვირა ეძებდა. მან ქმარს პოლიციაშიც მიაკითხა და სახლში წასვლა შესთავაზა. თუმცა უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ქმრის ჯარიმაზე, რომელიც 400 ევროს შეადგენს.
წყარო: BBC
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>