15 დეკემბერს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ნიშანში გადავა და იქ დარჩება 8 იანვრამდე. მოგინდებათ იმიჯის შეცვლა, ახალგაზრდულ სტილზე გადასვლა. გაგიძაფრდებათ ინტერესები ბრენდებისადმი. უმეტესობა გადაწყვეტს, თმას მოკლედ შეიჭრას ან "კუდს" გაიკეთებს. ორშაბათი და სამშაბათი დაძაბული დღეებია, იყავით მშვიდი, ღიმილიანი. ხუშაბათიდან მთავრე ზრდას დაიწყებს და კარგია ფრჩხილების, წამწამებისა და თმის დაგრძელება. გახსოვდეთ, შეჭრილი თმა სწრაფად გაიზრდება. 14-ში გამორიცხეთ ყველა სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურა. უარი თქვით ცხიმიან და მავნე საკვებზე, ალკოჰოლზე.
15-16 დეკემბერი - მთვარე თხის რქაშია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
კარგია - პედიკიური, პილინგი.
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
17-19 დეკემბერი - მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
19 (16:40-დან) 20 დეკემბერი - მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.