2021 წელს თეთრ ვირთხას თეთრი ხარი ჩაანაცვლებს. ეს იქნება დიდი შენაძენისა და მოვლენების წელი. ყველა მოახერხებს იმის გაკეთებას, რაზეც ოცნებობდა. ხარი - მყუდრო და მადლიერი ცხოველია, მაგრამ თუკი საჭირო გახდა, შეუძლია სწრაფად გადავიდეს იერიშზე. უმჯობესია არ მიიყვანოთ ხარი გაგიჟებამდე. წელი ჩაივლის მეტალის ხარის ნიშნის ქვეშ. მეტალი, თავის მხრივ, სიძლიერეს, სიმტკიცეს და იმედს ნიშნავს. მასპინძელს ბონუსად აქვს მოწესრიგებულობა, მოთმინების უნარი; ხოლო მათ, ვისაც არ გააჩნია ეს თვისებები, ხარს რქებით შეუძლია დაეტაკოს. ხარი მშრომელია და აფასებს მათ, ვინც შრომობს. 2021 კარგი იქნება საკუთარი კარიერის ასაწყობად, ხარი კი დაგეხმარებათ აუცილებლად მიზნის მიღწევაში. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს ეთმობა. კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად, გასამტკიცებლად და გასაფართოებლად.
სად შევხვდეთ ახალ წელს
- ხარს არ უყვარს ამპარტავნობა და სიამაყე. ის საკმაოდ მყუდრო გარემოს მომხრეა. ამიტომ ახალ 2021 წელს ოჯახურ წრეში უნდა შეხვდეთ. სუფრასთან თავი მოუყარეთ მხოლოდ საყვარელ ადამიანებს. დღესასწაული საგულდაგულოდ დაგეგმეთ, მოიფიქრეთ გასართობი თამაშები ოჯახის წევრებისთვის, საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი.
როგორ მოვრთოთ სახლი
- გასულ წელთან ტენდენციების კუთხით ბევრი დამთხვევაა. ხარს არ უყვარს მყვირალა ფერები და ხელოვნური ნივთები. ამჯერად არავითარი წითელი დეკორაცია ინტერიერში, ყველამ ვიცით, რომ ხარს არ უყვარს წითელი და მის დანახვაზე ბრაზდება. ჩვენ კი გვჭირდება კეთილი და მშვიდი მასპინძელი. შეგიძლიათ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ.
პირველი - სადღესასწაულო. მოხარშული-თეთრი სუფრა, ხელსახოცებიც იმავე ფერში. დასაშვებია დეტალები ოქროსფერში, ვერცხლისფერსა და მწვანე ფერში. ეს შესაძლოა იყოს ხელსახოცები, ბალიშები, დეკორატიული ტექსტილი, მაგიდის გადასაფარებელი და რა თქმა უნდა, სანთლები. უმჯობესია, სანთელი ვერცხლისფერში იყოს. არ დაგავიწყდეთ ახალი წლის მასპინძლისთვის კომპლიმენტები. მაგიდის ცენტრში შეგიძლიათ მოათავსოთ ხარის სიმბოლო და მწვანილის ქოთანი. ასევე - ხორბალი, ბურღულეული, მშრალი ყვავილები. შეგიძლიათ ცოცხალი ყვავილებიც დადოთ ლარნაკში. ოთახში სასურველია ბევრი მცენარე გქონდეთ.
მეორე ვარიანტი ოთახის დეკორირებისთვის - ეკოსტილია. აქ შეგიძლიათ ჭილოფი გამოიყენოთ: გადასაფარებელი, ხელსახოცები, ბალიშები, სავარძლის გადასაფარებელი, ფარდების დამჭერი. კარგი იდეაა, თეფშები ბუდის ფორმის ჩალის ნაჭრებზე დააწყოთ. მთავარია, გამოიყურებოდეს აკურატულად. შეგიძლიათ მორთოთ მაგიდა დაწნული მწვანე ლენტებით და თივით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვეთრი ბოსტნეული - სტაფილო, პატარა ზომის გოგრები. თუკი ხელოვნური პატარა შადრევანი გაქვთ დეკორში, აუცილებლად თვალში საცემ ადგილას მოათავსეთ. ასევე უხდება ინტერიერს ხისა და მეტალის დეკორაციები.
როგორ გავაწყოთ სუფრა
- მაგიდა ლამაზად უნდა იყოს გაყობილი. დეკორად გამოიყენეთ თაიგულები, მწვანილები ან თივა. მენიუში დიდი ნაწილი სალათებმა უნდა დაიკავოს. რა თქმა უნდა, ბარდის სალათა არ დაგავიწყდეთ, რომელიც საახალწლო სალათების მეფეა. გვერდით მიუდგით ბოსტნეულის სალათა, მწვანილებით გაწყობილი. შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ ბრინჯის და კინოას სალათებიც. ხარს არ დაახვედროთ ხბოს და ღორის ხორცი. შეგიძლიათ მთავარ კერძად იხვი, ბატი, ინდაური, ქათამი მოამზადოთ. ხარს გააბედნიერებთ რძის პროდუქტებით. კარგი იქნება, თუკი სუფრაზე ყველი, რძიანი სოუსები გექნებათ, ასევე - დესერტები რძის შემცველობით. უმჯობესია, უარი თქვათ რთულ კერძებზე, ხარი აფასებს სიმარტივესა და ხარისხს!