სიახლე

რატომ არ უნდა უთხრათ კომპლიმენტი მათ, ვინც წონაში დაიკლო

რატომ არ უნდა უთხრათ კომპლიმენტი მათ, ვინც წონაში დაიკლო
ყველა ადამიანი სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ამიტომ დაფიქრდით მანამ, სანამ ვინმეს დაკლებული კილოგრამების გამო შეაქებთ.

კარანტინის დაწყებიდან მოყოლებული, 30 წლის დიანამ, რომელიც ნერვული აშლილობისა და მღელვარების გამო ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზამდე მივიდა, უეცრად წონაში დაკლება დაიწყო. "როცა რაიმეს განვიცდი, პირველ რიგში, მადა მიქვეითდება" - განმარტავს გოგონა. COVID-19-ის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გოგონამ არა მარტო სასწორზე შენიშნა ციფრების ცვლილება, არამედ ისეთი სიმპტომებიც, როგორებიცაა გულძმარვა და ქრონიკული დაღლილობა. ფიზიკურ პრობლემებთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაემატა, რომელსაც დაკლებულ კილოგრამებზე კომპლიმენტის სახით იღებს.
"ბევრი მაქებს დაკლებული წონის გამო, მაგრამ ამაში არავის ვადანაშაულებ. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ რიგი ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ამ დროს ჰგონიათ, თითქოს მთელ დღეებს ვარჯიშში ვატარებდი. ეს კომპლიმენტები მაგიჟებს. ერთი მხრივ, მომწონდა, მაგრამ ამ გადასახედიდან ახლა მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ სიტუაცია მძიმედ არის და ჯანმრთელობაზე პრობლემები შემექმნა."

Stressed - Reaction GIFs
იზოლაცია ყველას ცხოვრებაზე აისახა და ბევრ ჩვენგანთან ყოველდღიურობის რადიკალურად შეცვლის მიზეზიც გახდა, რაც ბუნებრივია, ჩვენს ორგანიზმზეც გამოვლინდა. "წონის ცვლილება COVID-19 და კარანტინის დროს აბსოლუტურად ნორმალური ამბავია - აღნიშნავს ემილი მიურეი, დიეტოლოგი ტენესიდან, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაზე მუშაობს. ეს პროცესი ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში მიმდინარეობს. ბევრი რამ ორგანიზმში სეზონზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ძალიან ბევრს ვმოძრაობთ, ზოგჯერ კი - შედარებით ნაკლებს. ეს ბუნებრივია. საკუთარი წონის კონტროლის ცდა გლობალური პანდემიის დროს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგით დასრულდეს."
Stressed GIFs - Get the best GIF on GIPHY
მიურეი თვლის, რომ წონის ცვლილება ადამიანებში ცუდი პერიოდით არის გამოწვეული. ეს არა მარტო დიეტებთან კავშირშია, არამედ ფიზიკურ აქტივობებთან და სტრეს-ფაქტორთანაც. "ბევრი მღელვარების დიდ ტალღას განიცდის და დეპრესიაში ვარდება, რაც პირდაპირ კვების რეჟიმზე აისახება." - განმარტავს ემილი.

ყველას, ვისთვისაც ცნობილია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა, იცის, თუ როგორი რთულია მასთან ბრძოლა: "თუკი სოციალური კონტაქტებისა და ჩვეულებრივი ყოფითი რუტინის არქონის გამო ცხოვრება სტრესული გეჩვენებათ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ვირუსმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოს მასშტაბით" - განმარტავს კენდრა ბექერი, მასაჩუსეტსის კლინიკების ხელმძღვანელი ფსიქოლოგი და ჰარვარდის ფსიქიატრიის სამედიცინო სკოლის ლექტორი.
Stressed Emma Watson GIF by A24 - Find & Share on GIPHY
საერთო ჯამში, ვიღაცის ფორმებზე კომენტარები ხშირად ადამიანისთვის საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმას უდრის. ის იწვევს თვითშეფასების ფოკუსირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში წონას დიდი მნიშვნელობა აქვს. "ადამიანები საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის გამო ხშირად უკმაყოფილებას განიცდიან საკუთარი სხეულისადმი. აქედან გამომდინარე, კომენტარები წონაზე მათ ფსიქიკას დიდ ტრავმას აყენებს." - განმარტავს ბექერი.

უპრეცედენტო სტრესის გამო სხეული ცვლილებებს განიცდის. ერთ-ერთი საშინელი კომენტარი, რომელიც წონის კლებითაა გამოწვეული, "კარგად გამოიყურები დაკლებულზე", ადამიანს აფიქრებს, თუ რამდენად ცუდი იყო მაშინ, როცა ჯანმრთელი იყო და წონაშიც მეტი გახლდათ. მიურეის განმარტებით, უტაქტო კომპლიმენტები ადამიანებს თვითშეფასებას უგდებს, კუთხეში ამწყვდევს მაშინ, როცა მათ საჭმლის მონელების სისტემა აქვთ მოშლილი, რაც გასაჭირით, მწუხარებითა და თუნდაც სტრესული მდგომარეობით არის გამოწვეული. "როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ ასეთ კომენტარებზე? უბრალოდ საკმარისია თქვათ, რომ არ გსურთ წონასა და ფორმებზე საუბარი" - აღნიშნავს ბექერი.

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ ეპოქაში. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთის მხარდაჭერა. მთავარია გახსოვდეთ, რომ პანდემიას მხოლოდ საერთო ძალებით გავუმკლავდებით. ამიტომ არ დაგავიწყდეთ თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების მოკითხვა, იმის ნაცვლად, რომ განიხილოთ მომატებული ან დაკლებული კილოგრამები. მერწმუნეთ, მხარდაჭერა და ყურადღება ყველაფერზე მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში" - განმარტავს ემილი მიურეი.
Stressed GIF on GIFER - by Bugrinn
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93