ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ ისტორიას ჰყვება და გამომწერებს სიყვარულსა და ჩხუბზე საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
"სიყვარული არის ჯადოსნური რამე.... მე და ჩემი ქმარი ხან და ხან ძალიან ვჩხუბობთ, აი საშინლად. იცის რა, როგორ მომიშალოს ისე ნერვები რომ გაგლეჯვა მომინდეს. და თან აი ოდნავ კი არ მიშლის ხოლმე ნერვებს, ისე მომიშლის, რომ ვეღარ ვაკონტროლებ თავს და საშინელებებს ვეუბნები “მწარე, მწარეს” რასაც ვეძახით, ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი. მართალია, ზუსტად ვიცი ყოველთვის მართალი ვარ და ის არადროს მაგრამ მაინც. აი სიბრაზის დროს, ყველაფერი კარგი თითქოს გავიწყდება და აღარ აფასებ. მაგრამ რითი განსხვავდება სიყვარული და უსიყვარულობა. აი ვინც არ გიყვარს თუ გაგამწარებს, იტყვი, ერთი მაგის დედაც და დაივიწყებ... და აი თუ გიყვარს, ერთი ბოდიში, თბილი სიტყვაც საკმარისია იმისთვის რომ გადაგიაროს. თან ისე გადაგიაროს რომ სულ რომ გინდოდეს ვეღარ ბრაზობ, აი გინდა და ვერაფრით ბრაზობ. ასეა შვილებზეც, მეგობრებზეც, შეყვარებულებზე... ამიტომ არის ალბათ სიყვარული ძვირფასი... თუ გიყვარს, ყველაფერს პატიობ. მე კიდევ სხვა უკიდურესობა მაქვს, აი ბოდიშს და გარჩევას მირჩევნია “გააპუსტიაკოს”, გამაცინოს. საერთოდ სიცილის მონა ვარ, მიყვარდება ხალხი ვინც მაცინებს. ბევრჯერ მქონია ისე რომ გავიცანით დიდი გამორჩეული ადამიანი, უამრავი დამსახურებით, ყველა მას განიხილავს, დედა რა პატივია. ამ დროს მე ის მახსოვს ვინც გამაცინა...
პ.ს ბენსაც მაგიტომ გავყევი ცოლად, ბევრი მაცინა.. ეს პოსტი რას ემსახურება არ ვიცი.. ისევ ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ, თან მადლობა ნინის, ფოტოები გადამიღო და შემიძლია დავდო", - წერს ნუკი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>