ორგანიზმისთვის სწორი ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ის საჭირო და აუცილებელი ჰორმონები გამოიყოფა, რომლებიც აზროვნების, მეტაბოლიზმისა და სიჯანსაღისთვის აუცილებელია. ძილის დარღვევამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.
ნახეთ, რატომ უნდა დაიძინოთ 10 საათზე და რა ემართება ორგანიზმს ძილის დარღვევის დროს
სელებრითები კიმ კარდაშიან ვესტი და ოფრა ვინფრი უკვე წლებია 10 საათზე იძინებენ და მათი პროდუქტიულობის, ჯანმრთელი ორგანიზმისა და ლამაზი კანის სიაიდუმლო ეს არის.
ორგანიზმს 9-საათიანი ძილის ფაზის შესრულება ყოველდღიურად სჭირდება. ღამე დაძინებისას 10 საათიდან 2 საათამდე აუცილებელი ჰორმონები გამოიყოფა. ამ პერიოდში ორგანიზმი ღრმა ძილის ფაზაში გადადის, ციკლის დარღვევის შემთხვევაში კი, რომელ საათზეც არ უნდა დაიძინოთ, უკვე საკმარისი აღარ იქნება.
კვლევების მიხედვით, ადრე დაძინება ნებისმიერი რთული დავალების ამოხსნასა და სწავლაში გეხმარებათ, რადგან ტვინი 10-დან 2-მდე ისვენებს, შემდეგ კი სხეულის მოდუნება და დასვენება მიმდინარეობს.
ადრე დაძინება არა მარტო ტვინს, არამედ სხეულსაც უხდება. როდესაც ორგანიზმი ღრმა ძილის ფაზაში შედის, კუნთები ისვენებს, ჰორმონებით ივსება და მეორე დღისთვის ემზადება. ძილის ნაკლებობა კი მეორე დღეს ორგანიზმს აიძულებს, ენერგია ძალდატანებით მოიკრიბოს და იმოძრაოს, ეს კი მადის გაზრდას და წონაში მომატების პირველი ნიშანია.
ადრე დაძინების შემთხვევაში თქვენ ასევე თავიდან აირიდებთ სტრესს. კორტიზოლის ჰორმონი ჩვენს ორგანიზმში მღელვარებას და სტრესს განაგებს. ადრე დაძინების დროს ეს ჰორმონი სრული რაოდენობით გროვდება და მეორე დღეს სტრესი და მღელვარება ქრება.
10 საათზე დაძინებით თქვენ შეგიძლიათ ასობით დაავადებას გადაურჩეთ. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ, ხშირად მეორე ტიპის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე დგანან.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ 10-დან 2-მდე ძილი მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის, ადრე დაძინება იმუნიტეტს აძლიერებს.