სიახლე

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

ქარ­თველ ჩოგ­ბურ­თელს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით პა­სუ­ხობს.

ცნო­ბის­თვის, 31 დე­კემ­ბერს ბა­სი­ლაშ­ვილ­მა Facebook-ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ შვი­ლი ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა, მაგ­რამ მას­თან და­რეკ­ვაც კი არ შე­უძ­ლია.

"ამ­ხე­ლა სა­ჯა­რო პოს­ტი, რო­გორც ჩანს, ამ სა­ჩუ­ქარს ეხე­ბო­და. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მთე­ლი წლის ნაგ­რო­ვე­ბი სა­ჩუქ­რე­ბი, უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, რო­დე­საც ზრდას­რულ­მა მშო­ბელ­მა ამ ასაკ­ში არ იცის ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკვე გა­ი­ზარ­და და მისი ინ­ტე­რე­სე­ბი სხვა­ობ­რი­ვია.

ზო­გა­დად მცი­რე­დი ყუ­რა­დღე­ბა, წე­ლი­წად­ში ერთხელ ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ რო­დე­საც ამა­ზე ერთ ამ­ბავს

ტეხ, რომ სა­ჯა­რო პოს­ტი მი­უ­ძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მა­ნი­პუ­რი­რე­ბის სა­ხეს იძენს.

პრო­ვო­კა­ცი­ებს, და­გეგ­მილ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, რომ ვი­თომ ვინ­მე უშ­ლის შვილ­ზე ზრუნ­ვას და სა­ჩუქ­რე­ბის გაგ­ზავ­ნას. ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს!

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ დებს ბავ­შვის სა­ჩუ­ქარ­ში ქვი­თარს?! ალ­ბათ წე­ლი­წად­ში ერთხელ გაგ­ზავ­ნი­ლი სა­ჩუქ­რის­თვის ესეც ბევ­რია და ქვი­თა­რი უნდა მე­ნა­ხა, რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ადა­მი­ა­ნი შრო­მობს ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლის­თვის.

თუ ასე გა­გი­ჭირ­და ან­გა­რი­შის ნო­მე­რი შე­მა­ტყო­ბი­ნე და და­გეხ­მა­რე­ბი.

თუმ­ცა, რო­დე­საც ადა­მი­ანს სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთე­ლი წელი თა­ვი­სი შვი­ლის დე­დის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ეწე­ვა, თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვის მეშ­ვე­ო­ბით, ისე რომ ვი­თომ თვი­თონ არა­ფერ შუ­ა­შია და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, ესე­თი საქ­ცი­ე­ლი არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს.

მად­ლო­ბა ქვით­რის­თვის, მე დავ­რწმუნ­დი, რომ შენ ნამ­დვი­ლად და­ხარ­ჯე 237 ლარი, მთე­ლი 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ჩაღ!" - წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

იხილეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93