ხშირად ბრენდულ მაღაზიაში საჩუქრის შეძენას სწორედ შეფუთვის გამო ვამჯობინებთ ხოლმე. შეფუთვა ხაზს უსვამს ნივთის მნიშვნელობას, ხარისხს; ატარებს მესიჯს, რომლის მომხმარებლამდე მიტანაც ბრენდს სურს.
ძვირად ღირებული ბრენდების ბაზრის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მომხმარებლების 61% განმეორებით შენაძენს სასაჩუქრე შეფუთვის გამო აკეთებს. შესაბამისად, შეფუთვა საჩუქარზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ხშირად ადრესატი, სანამ საჩუქარს გახსნის, შეფუთვის მიხედვით ხვდება, შიგნით რა დახვდება. ამიტომ სიურპრიზის მოსაწყობად უფრო ეფექტური საშუალებაა არაბრენდირებული, თუმცა ხარისხიანი და მიმზიდველი შეფუთვის გაკეთება.
საჩუქრის აღმოჩენის პროცესი ადამიანს ბედნიერებასა და კმაყოფილებას ანიჭებს. ამიტომ გირჩევთ, არჩევანი დახვეწილ, არაბრენდირებულ შეფუთვაზე გააკეთოთ. ამგვარი შეფუთვები მაღაზიებში მრავლად არის წარმოდგენილი. ზოგიერთ კომპანიას კი შეფუთვები ცალკე მიმართულებად აქვს არჩეული და მასზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. ასეთია Favshop.ge, რომლის დახმარებით, საჩუქრის ეფექტურად შეფუთვისთვის რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:
მინიმალისტური შეფუთვა
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ალბათ, არასდროს ყოფილა მინიმალიზმი ისეთი პოპულარული, როგორც ახლა.
მინიმალისტური კონცეფცია გვხვდება ყველგან - ინტერიერის, ტანსაცმლის, სამკაულებისა და აქსესუარების დიზაინში, არქიტექტურაში და უკვე სასაჩუქრე შეფუთვებშიც.
ხშირად ჩვეულებრივი თეთრი ფერის შესაფუთი ქაღალდი და თოკით გაკეთებული ბაფთა უკეთ გამოიყურება, ვიდრე ფერად-ფერადი და გადატვირთული მასალები.
შეფუთვის შერჩევა ადრესატის გემოვნების მიხედვით
საინტერესოა, ჩვენს ადრესატს როგორი სტილი აქვს? რა ნივთებსა და ფერებს ანიჭებს უპირატესობას? მაგალითად, თუ დახვეწილი, ელეგანტური და ამავდროულად, ნაკლებად გადატვირთული სტილი აქვს, ამგვარი შეფუთვა მას გულგრილს ვერ დატოვებს. ასეთი ლამაზი შესაფუთი მასალის დაზიანებაც კი დაენანებოდა:
შეფუთვა, რომელიც მხიარულ განწყობას ქმნის
მინიმალიზმი და დახვეწილი სტილი კარგია, მაგრამ თუ საყვარელი ადამიანისთვის მხიარული განწყობის შექმნა გვინდა, მკვეთრ ფერებსა და სახალისო შეფუთვაზეც არ უნდა ვთქვათ უარი, ოღონდ მნიშვნელოვანია, აქაც ზომიერება დავიცვათ:
შეფუთვა, რომელიც კონკრეტულ მესიჯს ატარებს
ვალენტინობის დღე ახლოვდება და საყვარელი ადამიანისთვის როგორც საჩუქრის შერჩევა, ისე შესაბამისი შეფუთვის მოფიქრება, ნამდვილად გამოწვევას წარმოადგენს. ერთი მხრივ, ამისათვის შეგვიძლია საკუთარი ფანტაზია მოვიშველიოთ, მეორე მხრივ კი Favshop.ge-ს გამოცდილი წარმომადგენლები დავიხმაროთ.
ვალენტინობის დღის თემატიკაზე შექმნილი შესაფუთი მასალები ადრესატს უკვე ეუბნება ჩვენს სათქმელს.
მრავალფეროვანი შესაფუთი მასალების შერჩევა
ყველაზე პოპულარული შესაფუთი მასალა, რა თქმა უნდა, მუყაოა, თუმცა ბოლო პერიოდში მას ტექსტილიც უწევს კონკურენციას. სასაჩუქრე ტომრები უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, რადგან გახსნისას არ ზიანდება და ადრესატს ჩვენგან ისიც „რჩება“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>