რაც მთავარია, ეს ყველაფერი ოჯახში, დედის თვალწინ ხდებოდა, თუმცა ქალს ეჭვიც არ გასჩენია, რა იმალებოდა მისი სახლის ჭერქვეშ. როცა სექსუალური შევიწროვება ინცეტში გადაიზარდა, მამამ ელისაბედი სარდაფში გამოკეტა. ელისაბედი დაკარგულად გამოცხადდა, ამის შესახებ პრესაში და ტელევიზიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მამამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ელისაბედისგან წერილი მიიღო. თითქოს წერილში ეწერა, რომ ის ერთ-ერთ სექტაში გაწევრიანდა და მშობლებს სთხოვა, აღარ ეძებნათ.
ახალგაზრდა ქალი საკუთარ მამას, ჯოზეფ ფრიტცლის 24 წლის განმავლობაში სარდაფში გამოკეტილი ჰყავდა და მასზე გამუდმებით სექსუალურად ძალადობდა. ავსტრიელი ელისაბედ ფრიტცლის ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა. საკუთარი მამისგან მან 7 შვილი გააჩინა ისე, რომ ამ ბავშვების არსებობა არავინ იცოდა. არადა გარეგნულად ელისაბედის ოჯახი სრულიად ნორმალური ჩანდა. ჯოზეფი ინჟინერი და „ყურადღებიანი“ მამა იყო. თუმცა შინაგანად ნამდვილი მონსტრი, რომელმაც შვილთან სექსუალური ხასიათის ქმედებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ელისაბედს 11 წელი შეუსრულდა.
ამის შემდეგ ელისაბედის ძებნა შეწყდა. სამაგიეროდ მამა თითქმის ყოველდღე ნახულობდა მას სარდაფში და მასთან სექსუალურ ცხოვრებას აგრძელებდა. გოგონამ მამისგან 7 ბავშვი გააჩინა. აქედან სამს მზის სინათლე არასოდეს უნახავს. ზღვა, ყვავილები, ცხოველები ბავშვებს მხოლოდ ნახატებზე ჰყავდათ ნანახი. იხილეთ სრულად