რას ფიქრობთ, როცა მოვლენები არასასურველი სცენარით ვითარდება? ან ადამიანები ცუდად გექცევიან და იმედს გიცრუებენ? ფიქრობთ: „ნეტავ, ასე არ მომხდარიყო“; „ნეტავ, ყველაფერი შეიცვალოს“; „ნეტავ, ადამიანები უკეთ მომექცნენ“? გეტყვით, რომ შესაძლებელია თქვენივე კონტროლის ფარგლებში შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. ამისათვის კი ჯერ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ, ამის შემდეგ კი - ბაირონ ქეითის წიგნი „გიყვარდეს ის, რაც არის“, რომელიც ახლახან ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის „ლურჯი ოკეანე“ ფარგლებში გამოიცა.
10-წლიანი დეპრესიის შემდეგ გამოღვიძება
წიგნის „გიყვარდეს ის, რაც არის“ მთარგმნელი, ფსიქოლოგი და ქოუჩი თინათინ ბასილაია გვიყვება, რომ ბაირონ ქეითი მწვავე დეპრესიით იტანჯებოდა 10 წლის განმავლობაში. ბოლო 2 წელი საძინებლიდანაც კი არ გამოდიოდა. ამის გამო იგი კლინიკაშიც კი მოათავსეს.
თინათინ ბასილაია: „ბაირონ ქეითი ლექციებზე ხშირად იხსენებდა თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს. გვეუბნებოდა: იმდენად დაბალი თვითშეფასება მქონდა და მეზიზღებოდა საკუთარი თავი, რომ იატაკზე ვიძინებდი, რადგან თავს კომფორტულად დაძინების ღირსად არ ვთვლიდიო. ერთ დღესაც იატაკზე გაღვიძებული მიხვდა, რომ პრობლემა ადამიანებსა და მოვლენებში კი არ არის, არამედ კონკრეტული ფიქრის დაჯერებაში. რა ხდება, როცა გარკვეულ ფიქრს ვიჯერებთ? - მის ტყვეობაში ვექცევით. ხოლო როცა ამ ფიქრის გამოკვლევას ვიწყებთ, ზედაპირზე რჩება ის, რაც არის - ის, რაც რეალურია და არა ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი. ამის შემდეგ ცხოვრება იცვლება, ისადგურებს სიმშვიდე და ბედნიერება.“
ამდენად, ქეითმა გააანალიზა, რომ დეპრესიის საფუძველი არა ის გარემო იყო, რომელშიც ცხოვრობდა, არამედ ის ფიქრები, რომლებიც ამ გარემოსთან და ადამიანებთან დაკავშირებით ჰქონდა.
45 წუთში გადარჩენილი ქორწინება
ბაირონ ქეითის ლექციებმა თუ წიგნებმა უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. იგი პირადადაც ხშირად ხვდება ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მათ წინააღმდეგ ხდება. ქეითის კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი ისტორიაა, თუმცა ჩვენ ერთის შესახებ მოგიყვებით, რომელიც თინათინ ბასილაიამ გაგვიზიარა.
ბაირონ ქეითთან ერთი ქალი მუშაობდა, რომელიც 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახის დანგრევას აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ქმართან ცხოვრება აღარ უნდოდა. ქეითი ამ ქალბატონს 45 წუთის განმავლობაში ესაუბრა. ამის შემდეგ ქალი გაოგნებული იყო, რადგან აღმოაჩინა, რომ თავის მეუღლეს საერთოდ არ იცნობდა; ხოლო ის ფიქრები, ეჭვები, რაც ქმრის მიმართ ჰქონდა, არასწორი აღქმის შედეგი იყო და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
ნუ დაელოდები სამყაროს შეცვლას, შენი ფიქრები შეცვალე
ბაირონ ქეითის მეთოდის მიხედვით, ვირჩევთ ფიქრს, რომლისაც გვჯერა და რომელიც მშვიდი ცხოვრებისა და ბედნიერების საშუალებას არ გვაძლევს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ თქვენი პირადი ან საქმიანი ცხოვრებიდან. მაგალითად: „ჩემი უფროსისთვის ცუდი თანამშრომელი ვარ“, „ჩემს მეუღლეს აღარ ვუყვარვარ“. მაშ შემდეგ, რაც კონკრეტულ ფიქრს შევარჩევთ, უნდა დავსვათ 4 შეკითხვა:
ამ შეკითხვებით ვიკვლევთ იმ ფიქრს, რისიც გვჯერა და რაც სიმშვიდის მოპოვებაში, ბედნიერებაში, სიცოცხლის ტკბობაში, წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლის. ამას მოსდევს 3 შებრუნება, რომელთა შესახებაც ვრცლად ბაირონ ქეითის წიგნში „გიყვარდეს ის, რაც არის“ შეგიძლიათ წიაკითხოთ.
ბაირონ ქეითის წიგნის „გიყვარდეს ის, რაც არის“ შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და საიტზე - https://bit.ly/3bVF5dS