ავიცენას 6 მცნება, რაც დაგეხმარებათ დიდხანს და კარგად ცხოვრებაში, ისე რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ - Marao

ავიცენას 6 მცნება, რაც დაგეხმარებათ დიდხანს და კარგად ცხოვრებაში, ისე რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ

2021-03-19 15:51:06+04:00


„უიმედო პაციენტები არ არიან. იქ მხოლოდ უიმედო ექიმები არიან „- ამბობდა ფილოსოფოსი, მეცნიერი, ექიმი და პოეტი- ავიცენა.

მედიცინა მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა.

ის ისეთი ადამიანების პირადი ექიმი იყო, რომლებიც ქვეყნის სათავეში იყვნენ. ავიცენამ შთამომავლებს 400-ზე მეტი წიგნი დაუტოვა, რაც მედიცინის შესახებ არის.

ავიცენამ პირველმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რეგულარული ვარჯიში სასარგებლოა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ასევე დარწმუნებული იყო, რომ ავადმყოფს მეტწილად დაავადებაზე მეტად ამ დაავადების მიმართ არსებული შიში კლავს.

მან მედიცინა განიხილა ფილოსოფიისა და მათემატიკის თვალსაზრისით: თქვა, რომ განკურნება არის მიმატება და გამოკლება: ყველაფერი იმის წართმევა და გამოკლება, რაც ადამიანისთვის საზიანოა და ყველაფერი იმის მიმატება- რაც სასარგებლოა.

ავიცენა თითქმის 1000 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ მისი სწავლება კვლავ აქტუალურია.

გავეცნოთ, ავიცენას გამოსადეგ, საჭირო მოსაზრებებს:

1. საჭმლის ჭარბი დოზით მიღების შესახებ

ავიცენამ საჭმლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ავადმყოფობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ პირველ გზამკვლევად მიიჩნია. მუდმივად სავსე კუჭი და ნაწლავები, რომელშიც საჭმლის ნარჩენები გროვდება, იწვევს ანთებას და შინაგან ორგანოებთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას. მიიჩნევდა, რომ შიმშილის გრძნობა საკვების გარკვეული რაოდენობით მიღების შემდეგ ისედაც გაქრება და არ არის საჭირო, რომ შიმშილის გრძნობის გაქრობამდე, უსასრულოდ მივირთვათ.

მეცნიერმა ასევე გაგვაფრთხილა ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და თქვა, რომ ეს იწვევს ღვიძლისა და ტვინის პრობლემებს.

2. უსაქმურობისა და უსაქმოდ ყოფნის შესახებ

დიდი მკურნალის თქმით, ადამიანის დაავადებების უმეტესობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ის საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევს და ზომიერება არ აინტერესებს. ასევე, როცა უმოქმედო ცხოვრების წესს ირჩევს.

მეორე მიზეზი, ექიმის აზრით, უსაქმურობა და მოწყენილობაა. ბევრ ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ აქვს, მოულოდნელად დეპრესია ეწყება. რასაც შინაგანი ორგანოების დარღვევები ერთვის იმიტომ, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ ყველა დაავადებაზე, რადგან მათ მეტი საქმე არ აქვთ!

„უსაქმურობა არის დაავადების მიზეზი!“

3. კვებისა და დიეტის შესახებ

ავიცენამ 1000 წლის წინაც იცოდა, რომ არ უნდა მიირთვათ მარილიანი და ტკბილი საკვები ერთდროულად, ასევე ცილები და ნახშირწყლები... მას ასევე სჯეროდა, რომ მას შემდეგ რაც ბევრ საკვებს მიიღებთ, საჭიროა მოიწყოთ ერთ დღიანი განტვირთვა, იმ დღეს აღარ მიიღოთ საკვები და დაეხმაროთ ნაწლავებს გაწმენდაში.

„თუ ერთ დღეს მიირთმევთ ძალიან ბევრს, მაშინ მეორე დღეს მშიერი უნდა იყოთ”.

4. სპორტის სარგებლობის შესახებ

ავიცენა დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის რეგულარულ, ფიზიკურ დატვირთვას, ნაკლებად ავადდება და უფრო სწრაფადამარცხებს დაავადებასაც. ხოლო ის, ვინც მშვიდად ზის, ფაქტობრივად, ყველა წყლულს საკუთარი ხელით ქმნის.

„ადამიანს, რომელიც ზომიერად და დროულად ვარჯიშობს, არ სჭირდება რაიმე სახის მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების აღმოფხვრას”.

5.  სიბრაზის სხეულზე მავნე ზემოქმედების შესახებ

როგორც ნამდვილი ექიმი, ავიცენა მკურნალობდა არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც, ყურადღებას აქცევდა პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის შინაგან უთანხმოებებს. მან აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი, ნეგატიურ ემოციებსა და ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას შორის. ავიცენას აზრით, სიბრაზე, გაღიზიანება და მწუხარება ადამიანის ფსიქიკას ასუსტებს, რაც თავისთავად თავდაცვას ასუსტებს.

6. სწორად ძილის მნიშვნელობა

ადამიანს უნდა ეძინოს იმდენ ხანს, რა დროც სჭირდება, რომ თავი ჯანმრთელად და ჯანსაღად იგრძნოს. ძილის ნაკლებობა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ძილი, უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ამბობდა ავიცენა.

”ცარიელი კუჭით ძილი კარგი არის, ის ასუსტებს ორგანიზმს და ძალას გვაკარგინებს. საზიანოა სავსე კუჭით ძილიც... ამგვარად მოუსვენრად იქნებით“

ავიცენამ გირჩიათ, იძინოთ შემდეგნაირად: ჯერ დაწექით მარჯვენა მხარეს, შემდეგ კი მარცხნივ გადაბრუნდით. მან ასევე აღნიშნა: ”თუ თავიდან მუცელზე დაწოლილი დაიძინებთ, ეს საჭმლის მონელებას ხელს შეუწყობს... დაავადებისგან დასუსტებულ ადამიანებს, როგორც წესი, ზურგზე სძინავთ.