სახელმწიფო უწყებებმა დაიწყეს 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის შესწავლა. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიერ გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა. შსს-მ საქმე აღძრა 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მეგი ბაქრაძე ორ მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და მეუღლის დედასთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში ცხოვრობდა.
"ველოდებით ყველა, ასე თქვეს რომ გვიან, ღამით მოასვენებენ ცხედარს და დაახლოებით ამ დროისთვის ჩამოფრინდება მეგის დედაც. საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული. ვერაფერს ვიტყვი, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ უნდა გამოიძიონ და დაადგინონ მიზეზები. შესანიშნავი გოგო იყო. უზომოდ კეთილი იყო. მშვიდი და პოზიტიური. სულ კარგ ხასიათზე იყო და მის გვერდით ვერ მოიწყენდი. სამაგალითო დედა და მეუღლე იყო. " - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
იხილეთ სრულად