სიახლე

"თავდავიწყებით მიყვარს ჩემი ქვეყანა; ვინც მლანძღავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას, ამას განვიცდი... მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ" - მირანდა მირიანაშვილის პირველი კომენტარი პოზნერის ვიზიტზე

"თავდავიწყებით მიყვარს ჩემი ქვეყანა; ვინც მლანძღავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას, ამას განვიცდი... მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ" - მირანდა მირიანაშვილის პირველი კომენტარი პოზნერის ვიზიტზე
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მირანდა მირიანაშვილი ცნობილი რუსი ჟურნალისტის, პოზნერის ვიზიტზე კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებს. მისი თქმით, თავდავიწყებით უყვარს საქართველო და ბოდიშს იხდის, თუ ვინმეს აწყენინა.

„მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მლანძღავს, არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას მე, ჩემს ოჯახს, სტუმრებს. გეფიცებით, ესაა, რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს. ამითაა სავსე ახლა, ამ მწარე
წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი, და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ, რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ახლა მხდის ბედნიერს…“ - წერს მირანდა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93