სიახლე

"ჭკუა ვერ ვისწავლეთ... დაღუპულები ვართ, ხალხო, დაელოდეთ ლარის კურსის ავარდნას" - ია ფარულავა პოზნერის ვიზიტს ეხმაურება

"ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ახლა არ დამიწყოთ, შენ რომ იგინები, ეგ ძალადობა არააო? ეგ პერფორმანსის ნაწილია. ძალიან კარგად დაწერა გიორგი ვაშაძემ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და გარდა საქეიფო ადგილებისა, კიდევ რა უნდა დაინახოს სტუმარმა? რა მიღწევები გვაქვს? შვედი კაცი გავაქცუნეთ გიჟივით, გავაგიჟეთ.

ახლა ის მიღწევა გვექნება, რომ ამათი გაბუნძულებით, საერთოდ რას ჩამოდიოდნენ, საერთოდ გაუქმდება ჯავშნები რუსეთიდან. არადა, საქართველოს ტურიზმი დგას რუსეთზე, რამდენადაც სამწუხარო უნდა იყოს. ლარის კურსის ავარდნასაც დაელოდეთ, მეგობრებო. ჭკუა ვერ ვისწავლეთ, რა.

მადლობა
ღმერთს, ძალიან ბევრი ბლოგერი რუსეთში საჭირო საქმეს აკეთებს და საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა. ტურიზმის გარეშე დაღუპულები ვართ, ხალხო. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე სასტუმრო მაქვს. ერთი წელია, რაც მუშაობდა ეს სასტუმრო, დაკეტილი იყო. უამრავი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში.

ვერ ვითმენ, უნდა ვთქვა, რომ 2010 წელს გააკეთა პოზნერმა სამტრო განცხადება საქართველოსთვის. რატომ მაშინ არ გამოცხადდა პერსონა ნონგრატად ეს კაცი? რატომ მიდი-მოდიოდა მთელი ცხრა წლის განმავლობაში თავისუფლად?

ჩვენი პრობლემა, იცით, რაშია? ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვამბობთ და მესამეს ვაკეთებთ", - აღნიშნავს ია ფარულავა.

ცნობისთვის, 31 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სტუმ­რო­ბას სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც თა­ვისი 87-ე იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­და, გამ­თე­ნი­ი­სას სტუმ­რებ­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და, რად­გან ჩაშ­ლი­ლი წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ აქ გა­ჩე­რე­ბა აღარ მო­ინ­დო­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის მას­პინ­ძე­ლი მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ეს უკვე მე­ო­თხე სტუმ­რო­ბა იყო.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
mari
რა ლამაზია, შემშურდა
12:12 / 04-04-2021
გამოხმაურება / 0 /
მიკა
ია ყველაზე საღად მოაზროვნე ნაცი ხარ, აბსოლუტურად გეთანხმები
22:24 / 03-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93