ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Мемориал-ის წევრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდნენ დოკუმენტურ მასალებს სირიაში არსებულ უმძიმეს რეალობაზე, რომელშიც იქ დარჩენილ ადამიანებს უწევთ ყოფნა... ეს არის 16 ადამიანის ისტორია, რომელიც სირიაში შექმნილ სურათს მთელი სიმძიმით წარმოაჩენს.
ანგარიშში, "10 ჯოჯოხეთური წელი", სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს მომხდარი ამბებია აღწერილი, მუდმივი დაბომბვებისა და ბლოკადების კვალდაკვალ, ბაშარ ასადის რეჟიმის პირობებში იქ მცხოვრებ ადამიანებზე ძალადობისა და მათი სრული უუფლებობის შესახებ... რუსმა უფლედამცველებმა 100-ზე მეტი სირიელი ჩაწერეს სხვადასხვა ადგილიდან, რომლებმაც შეძლეს და სირიის ჯოჯოხეთს თავი დააღწიეს.
"უფლედამცველები ათასობით ადამიანის უბედურებაში ბაშარ ასადთან ერთად, ვლადიმირ პუტინსაც ადანაშაულებენ, როგორ მთავარი ტერორისტის რეჟიმის მხარდამჭერს... რომ არა პუტინი, ასადი უკვე აღარ იქნებოდა" - წერს ტელეკომპანია tvrain.ru-ს ინტერნეტ-გვერდი, რომლის ცნობითაც, სირიაში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა, რუსეთს როგორც დამხმარედ კი არა, "დესტრუქციულ ძალად" მიიჩნევს. ბევრი მათგანის თქმით, ოჯახის წევრები და ახლობლები სწორედ რუსეთის ბომბდამშენებმა დაუხოცეს.
გამოცემის ცნობით, ვერც ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო, სირიის ციხეებში დახოცილი ადამიანების რაოდენობა მიახლოებით მაინც დაედგინათ. Human Rights Watch-ის 2018 წლის მონაცემებით, 2011 წელს 90 000- ზე მეტი ადამიანი, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა სამართლამდაცვმელებმა დააკავეს და სირიის ციხეებში გადაიყვანეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ყველაზე მეტი რაოდენობით, ოპოზიურად განწყობილი და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს სამსაუხურში აკითხავდნენ, ზოგი, უბრალოდ ქუჩიდან ქრებოდა. ისინი ძირითადად სამხედრო ციხეებში გადაჰყავდათ.
"დაკავებულებს, სქესისა და ასაკის მიუხედავად, არაადამიანურად აწამებდნენ. დაკითხვისას, მათ რკინის ჯოხით სცემდნენ. ამის შემდეგ, მათ კამერაში აბრუნებდნენ, მომდევნო დაკითხვამდე და ასე გრძელდებოდა დიდხანს... ზოგ მათგანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ... 17 წლის გოგონა, რომელიც სკოლიდან პირდაპირ დამასკის ციხეში წაიყვანეს, იხსენებდა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და გამოიარა" - წერს გამოცემა.
გოგონას თქმით, ერთ 5 მეტრიან ოთახში 100-მდე ადამიანი იყო შეყრილი. მორიგეობით ეძინათ. ზოგს პირდაპირ ზეზეულად ეძინა, უამრავი ადამიანი შეირყა... ისინი გააქრეს.
"ისეთებს, ვინც საკვებისა და წამლების დეფიციტის გაპროტესტებას ცდილობდნენ, ხოცავნდნენ. დიაბეტიანი ადამიანი ცემით მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ციხის საკვები არ შეჭამა... ჩემს თვალწინ მოკვდა მასწავლებელი ქალი, რომელიც ფეხმძიმედ იყო. მან ნაადრევად იმშობიარა, რადგან დაკითხვისას სასტიკად ცემეს. ის ცუდად გახდა, მერე არ გვინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მოკლეს. დაკითხვიდან დაბრუნებული ადამიანები ჰყვებოდნენ, რომ მათ გერმანულ სკამზე სვამდნენ, დენს უერთებდნენ. წამების დროს, უამრავი მათგანი ხერხემლის მოტეხილობით იხოცებოდა... წამების დროს, ორჯერ დავკარგე გონება, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი. დაღუპულების უმეტესობას, სიკვდილის მიზეზად, გულის შეტევას ან ინსულტს უწერდნენ, ეს მათ, ვისი ახლობლებიც მათ ძებნას გავლენიანი ნაცნობების დახმარებით ცდილობდნენ..." - ჰყვება გოგონა.
ერთ-ერთი დაზარალებული, ალეპოელი სტუდენტი იგონებს, რომ ციხეში მასზე და სხვა პატიმრებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ძირითადად, დაცვის თანამშრომლები... ინტერვიუერები ანგარიშში ჰყვებიან, თუ როგორ ძალადობდნე მათზე ასადის ჯარისკაცები.
"იყო შემთხვევები, როდესაც მთლიანად ოჯახებს აკავებდნენ, ქალებსა და გოგონებზე კი მათი მამების, ქმრების ან ოჯახის წევრი მამაკაცების თვალწინ ძალადობდნენ".