ალბათ, გსმენიათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია. რაღაც კონკრეტული მოვლენა იმიტომ ხდება, რომ საჭირო იყო და მართლაც, ყველა კარგი და ცუდი დღე ერთმანეთს აბალანსებს, დაღმართის შემდეგ სადღაც აუცილებლად გამოჩნდება აღმართიც.
ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად ხშირად მოქმედებს მოლოდინები ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ, ადამიანები, რამდენად ხშირად ვფლანგავთ დროს? აგლია დათეშიძე დროზე, მოლოდინებსა და კანონზომიერებებზე პატარა ბლოგს აქვეყნებს.
მოლოდინი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან ის რესურსების და დროის კარგვაა. მაგალითად, შედიხართ რესტორანში და უკვეთავთ კვერცხს. ცოტა ხანში მიმტანი მოდის და გეუბნებათ, რომ კვერცხს დააგვიანდება, თუმცა, თუ შეუკვეთავთ, მალევე მოიტანენ ორაგულს, მარწყვის ჟელესა და მჟავე კიტრს და რაც მთავარია, ყველაფერს იმავე ფასად. იმედი გიცრუვდებათ, მოლოდინები არ გიმართლდებათ.
რატომ არ ცდით? იქნებ სხვა კერძები უფრო მოგწონთ და თან, თქვენ ხომ არაფერს კარგავთ. ეს ცხოვრებისეული კანონია. რადგან კვერცხმა დააგვიანა, თქვენ ახალი კერძი უნდა სცადოთ. დაფიქრდით, თუ სამყაროს ენდომებოდა, რომ თქვენ იმ საღამოს რესტორანში კვერცხი დაგეგემოვნებინათ, მაშინ აუცილებლად მოგიტანდნენ მას დროულად.
ასე ამბობენ, რაც ჩვენამდე მოდის, გადახდილია. მარტივად რომ ავხსნათ, ის, რაც ხდება, საჭიროა, რომ მოხდეს, მაშინაც კი, თუ ჩვენ ამ მოვლენას გამართლებას ვერ ვუძებნით.
ადამიანს მოლოდინები ანადგურებს. ის რეალობიდან წყვეტს და სიამოვნების მიღებას უქვეითებს. ნუ დაელოდებით ნურაფერს, მიჰყევით დინებას და ისე მიიღეთ ყველაფერი, როგორც სამყარო მოგცემთ.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მოლოდინში დრო არ დავკარგოთ. იქნებ კოსმოსი და მთლიანად სამყარო უკეთეს რამეს გვიმზადებს.
წყარო