სიახლე

წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მის შრი-ლანკის" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მის შრი-ლანკის" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო
შრი-ლან­კა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი სკან­და­ლუ­რად დას­რულ­და. სცე­ნა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, გა­მარ­ჯვე­ბულ­მა თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

რო­გორც BBC წერს, გა­სულ კვი­რას გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მო­დელ­მა პუშ­პი­კა დე სილ­ვამ "მის შრი-ლან­კის" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი გვირ­გვი­ნი თავ­ზე და­ად­გეს, სცე­ნა­ზე 2019 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ქე­რო­ლა­ინ ჯური ავი­და, დე სილ­ვას გვირ­გვი­ნი წა­არ­თვა და სხვა გო­გო­ნას გა­დას­ცა. ამას­თან, გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ შე­ეძ­ლო ეს ტი­ტუ­ლი მი­ე­ღო, რად­გა­ნაც გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

სკან­და­ლის შემ­დეგ დე სილ­ვას გვირ­გვი­ნი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და­უბ­რუ­ნეს, რად­გა­ნაც რო­გორც აცხა­დე­ბენ, გა­არ­კვი­ეს, რომ ის
გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ დე სილ­ვას ექი­მის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. მან კლი­ნი­კი­დან "ფე­ის­ბუქ­ში“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. და­წე­რა, რომ მი­ი­ღებს იუ­რი­დი­ულ ზო­მებს და პა­სუხს მოს­თხოვს ყვე­ლას უსა­ფუძ­ვლო და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო.
იხილეთ ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93