ნინია კაკაბაძემ სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მას 9-10 წლის ასაკში გადახდა.
"მეც გავხდი ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ვცხოვრობდით სოლოლაკში. ორი ბინა გვქონდა და ერთ-ერთს ვაქირავდებით ხოლმე. გაქირავებულ ბინაში ცხოვრობა ერთი შუახნის კაცი პარტნიორ ქალთან ერთად. შეძლებული ოჯახი იყო, რადგან კაცი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო. ერთხელ ამ კაცმა მოტყუებით შემიყვანა ამ ჩვენს ბინაში, რომელიც გაქირავებული გვქონდა. მაგრამ სანამ შევიდოდი, დედას ვუთხარი, რომ რუდიკო მეძახის და ცოტა ხანში მომიკაკუნე-მეთქი, რადგან უკვე რაღაც არ მომწონ
როგორც კი შევედი სახლში, დედას ყველაფერი მოვუყევი და იმ საღამოსვე გარეთ გაყარა ისინი. მიუხედავად ამისა, ყურში დიდხანს ჩამესმოდა "ტუჩებში მაკოცნინე". ამისგან გასათავისუფლებლად, აუცილებელია, რომ ამაზე ვისაუბროთ და ბავშვები, თუ ასეთი რამე შეემთხვევათ, უნდა მოჰყვნენ. მშობლებმა ამაზე სწორი რეაქცია უნდა მისცენ და რაც მთავარია, უფროსებიც უნდა მოჰყვნენ, რა გადახდენიათ, რომ მაგალითი მისცენ სხვას. ყველა მოძალადემ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მას ადრე თუ გვიან ამხელენ", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "მე-17 სართული".